ვიზა და ბინადრობის ნებართვა

 
ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მიღების ზოგადი წინაპირობები
 
უმეტეს შემთხვევაში, ვიზის, ბინადრობის ნებართვის ან მუდმივი ბინადრობის ან განსახლების ნებართვის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (§§ 5, 10, 11 ,,ბინადრობის შესახებ კანონი'') 
 
  1.  გერმანიაში ცხოვრებისთვის საკმარისი შემოსავალი, სოციალური დახმარების გარეშე (SGB II ,, Bürgergeld”, SGB XII (Sozialhilfe) )  
უმეტეს შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ვიზა ან ბინადრობის ნებართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ საკმარისი შემოსავალი ან ფინანსური უზრუნველყოფის სხვა საშუალებები (იხ. ბინადრობის შესახებ კანონის მე-2 პუნქტი 3). 
Სავიზო განყოფილება/უცხოელთა საქმეთა უწყება (Ausländerbehörde) ანგარიშობს, რა თანხაა საჭირო რომ გერმანიაში დახმარების გარეშე („Hartz-IV-Leistungen“) ცხოვრება იყოს შესაძლებელი.  ე.წ. სტანდარტული განაკვეთი ანგარიშდება ოჯახში თითოეული ადამიანისთვის ცალკე. გარდა ამისა, არის ითვლება ქირის ხარჯები და დაანგარიშდება მინიმალური შემოსავალი, რომელიც გერმანიაში ცხოვრებისთვისაა საჭირო (მარტოხელა, სრულწლოვანი ადამიანის საჭიროებებისთვის 426 ევრო, 350 ევრო - ბინის ქირა, ჯამურად = 726 ევრო). Გაითვალისწინეთ, რომ ეს რიცხვები ინდივიდუალურია და თითოეულ შემთხვევაში სტანდარტულად ითვლება. 

თქვენი შემოსავალი უნდა გამოითვალოს. აქ მნიშვნელოვანია ყოველთვიური შემოსავალი სამსახურიდან, საგადასახადო შემწეობის გამოკლებით. საკუთარი შემოსავალი ასევე მოიცავს ბავშვის დახმარებას, მშობლის დახმარებას, პენსიებს დაზღვევის შეღავათებზე დაფუძნებულ პენსიებს, პროცენტებს და ქირავნობის შემოსავალს აქტივებიდან (განურჩევლად იმისა, გერმანიაში თუ საზღვარგარეთ). მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ მეტი ფული, ვიდრე გჭირდებათ თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება თქვენი საარსებო წყარო იყოს უზრუნველყოფილი. 
Ზუსტი გამოთვლისთვის იხ. SGB II Rechner 
 
 
  1. თქვენი ვინაობა უნდა იყოს იდენტიფიცირებული.
  1.  ქვეყნიდან გაძევების ინტერესი არ უნდა არსებობდეს. თუ თქვენ ჩაიდინეთ დანაშაული ან სხვაგვარად საფრთხეს უქმნით საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, თქვენ ვერ მიიღებთ ბინადრობის ნებართვას. 
 
  1.  მოქმედი სამოგზაურო პასპორტი. 
  1.  ბინადრობის ნებართვა ჩვეულებრივ შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება სავიზო პროცედურა. გერმანიაში ლეგალურად დარჩენა შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიმართეთ სავიზო განყოფილებას გერმანიაში უფრო ხანგრძლივი ყოფნისთვის და მიაწოდეთ სწორი ინფორმაცია თქვენი ყოფნის მიზნის შესახებ. 
  1.  არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში შესვლის ან ბინადრობის აკრძალვა და შენგენის გაფრთხილება. შესვლისა და ბინადრობის აკრძალვა (ე.წ. Sperrwirkung) მაშინ მოქმედებს, თუ თქვენ გაგაძევეს გერმანიიდან, თუ ზოგიერთ შემთხვევაში უარი გითხრეს თავშესაფარზე, ვინაიდან განაცხადი ჩაითვალა ,,აშკარად უსაფუძვლოდ’’ ან/და იქნა უარყოფილი., ასევე იმ შემთხვევაში თუ თქვენ გერმანიის დატოვებისთვის ვადა გქონდათ დაწესებული და ნებაყოფლობით არ დატოვეთ ქვეყანა.
  2. თუ თქვენ განაცხადი გააკეთეთ თავშესაფარზე და თქვენი პროცესი ჯერ მიმდინარეობს.     
 
 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
გაითვალისწინეთ, რომ აქ მითითებული ინფორმაცია არ ცვლის ინდივიდუალურ კონსულტაციას. თუ შეიძლება, მიმართეთ პროექტის ადგილობრივ წარმომადგენლობას სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად. კონსულტაცია უფასოა!
 
საემიგრაციო კონსულტაცია
ადგილობრივი საემიგრაციო საკონსულტაციო სამსახურები შეგიძლიათ იპოვოთ გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვებგვერდზე.