სპეციალისტთა დაჩქარებული პროცედურა

როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?

ეს პროცედურა ახლად შეიქმნა 2020 წლის გამოცემული ,,კვალიფიციური სპეციალისტების შესახებ'' ახალი საიმიგრაციო კანონით. თუმცა, უცხოელს კვლავ შეუძლია გაიაროს სტანდარტული სავიზო პროცესი.
,,ბინადრობის შესახებ კანონის'' 81a მუხლი ადგენს, რომ დამსაქმებლებს შეუძლიათ მიმართონ საიმიგრაციო ორგანოებს კვალიფიციური სპეციალისტების სავიზო პროცედურების დასაჩქარებლად. ამის საფასური შეადგენს 411 ევროს. 
დაჩქარებული პროცესისთვის დამსაქმებელს სჭირდება შესაბამისი მინდობილობა შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტისგან. დამსაქმებელმა უნდა გაუგზავნოს ყველა საჭირო დოკუმენტი (იხ. განაცხადის ინსტრუქციები FKEG-ისთვის BMI-დან, გვ. 145ff) პასუხისმგებელ საიმიგრაციო ორგანოს, რომელიც ამავდროულად კონსულტაციას გაუწევს დამსაქმებელს ამ პროცედურის შესახებ. ამის შემდეგ საიმიგრაციო ორგანო იწყებს პროცედურას, რათა დადგინდეს საზღვარგარეთ შეძენილი კვალიფიკაციის ეკვივალენტობა პასუხისმგებელ ორგანოსთან). გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, იგი იღებს თანხმობას დასაქმების ფედერალური სააგენტოსგან (Arbeitsagentur). ის ასევე აცნობებს შესაბამის უცხოურ წარმომადგენლობას (მაგ. გერმანიის საელჩო საქართველოში) პროცესის შესახებ და დაუყოვნებლივ გასცემს წინასწარ თანხმობას, როგორც კი ყველა დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება.  ,,ბინადრობის შესახებ'' 31a პუნქტის თანახმად,  დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საზღვარგარეთ, წინასწარი თანხმობის (Vorabzustimmung) მიღებიდან 3 კვირაში უნდა დაუნიშნოს ვიზიტი კვალიფიციურ სპეციალისტს. გარდა ამისა, თუ განაცხადი სრულყოფილად არის შედგენი, მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამი კვირის ვადაში. შემდგომი ვადა არის ორი თვე განათლების აღიარების პროცედურისთვის და ერთი კვირა BA-ს (შრომის სააგენტო) მიერ დამტკიცებისთვის, სრული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.
 

 
სპეციალისტთა დაჩქარებული პროცედურა
სპეციალისტთა დაჩქარებული პროცედურა რეგულირდება ,,ბინადრობის შესახებ'' კანონის 81a მუხლით.
BMI-ის (შინაგან საქმეთა სამინისტრო) გამოყენების ინსტრუქციები FKEG-ისთვის (სპეციალისტთა დაჩქარებული პროცედურა ) შეგიძლიათ იხილოთ აქ.
აქ შეგიძლიათ იპოვოთ კითხვები და პასუხები სპეციალისტთა დაჩქარებული პროცედურაზე.
სავიზო პროცედურის ვადები მითითებულია ,,ბინადრობის რეგულაციის'' 31a პუნქტში.
რა შემთხვევებში შეიძლება ამ პროცედურის გამოყენება?
§ 16ა პროფესიული მომზადება; უწყვეტი პროფესიული განათლება
§ 16დ უცხოური პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების ღონისძიებები
§ 18a პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციური სპეციალისტები
§ 18b აკადემიური განათლების მქონე ქონე სპეციალისტები
§ 18c III მუდმივი ბინადრობის ნებართვა კვალიფიციური მუშაკებისთვის
§ 19c  დასაქმების სხვა მიზნები; მოხელე
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
გაითვალისწინეთ, რომ აქ მითითებული ინფორმაცია არ ცვლის ინდივიდუალურ კონსულტაციას. თუ შეიძლება, მიმართეთ პროექტის ადგილობრივ წარმომადგენლობას სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად. კონსულტაცია უფასოა!
 
ვერ იპოვეთ, რასაც ეძებდით?