პროფესიული განათლება (კოლეჯი)
Როგორია პროფესიული განათლების სისტემა?
გერმანიაში სახელმწიფოს მიერ აღიარებული 330 პროფესიაა, რომელსაც პროფესიული განათლების მიღება სჭირდება და 400 000 -დე საწარმო, სადაც პროფესიული განათლების მიღებაა შესაძლებელი. Გერმანიაში ცალკეულ პროფესიებში სამუშაო ძალის დიდი დანაკლისია.
Კვალიფიციური პროფესიული განათლების (Ausbildung) მიღებას 2-დან 4 წლამდე სჭირდება. სწავლებისას თეორიული ნაწილი მიმდინარეობს სკოლაში, ხოლო პრაქტიკული - საწარმოში. Სკოლაში არ ისწავლება ისეთი ჩვეულებრივი საგნები, როგორებიცაა გერმანული, მათემატიკა და ა.შ. ამ სკოლაში ისწავლება კონკრეტული პროფესიისთვის საჭირო საგნები. Რამდენი დრო სჭირდება პრაქტიკას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თქვენ აკეთებთ სკოლის აუსბილდუნგს თუ საწარმოს.
Არსებობს სხვადასხვა პროფესიული აუსბილდუნგები;
Საწარმო აუსბილდუნგი (duale Ausbildung): აუსბილდუნგების უმეტესობა დუალური სისტემითაა. Ეს ნიშნავს იმას, რომ, როგორც წესი, კვირაში 1-2 დღე არის თეორიული სწავლა სკოლაში და 3-4 დღე - საწარმოში. Ხანდახან მიყოლებით, რამდენიმე კვირა სკოლაში მიმდინარეობს სწავლა და დანარჩენი - საწარმოში. Ნახევარი დროის გასვლის შემდეგ ბარდება სუალედური გამოცდა, ხოლო სწავლების ბოლოს - ფინალური გამოცდა, რომელსაც შესაბამისი კომერციული პალატა უწევს ორგანიზებას. Აუსბილდუნგის მიმდინარეობისას სტუდენტი იღებს ხელფასს. დუალური აუსბილდუნგის დროს ისწავლება, როგორც ,,სახელოსნო პროფესია’’, ასევე ისეთი პროფესიები, როგორებიცაა სასტუმროს მენეჯერი ან IT სპეციალისტი.
სასკოლო Ausbildung - ტარდება მხოლოდ პროფესიულ სკოლაში. Პრაქტიკას აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სწავლების პერიოდში სტუდენტები გადიან სხვადასხვა პრაქტიკას. Როგორც წესი, სასკოლო აუსბილდუნგისას სტუდენტები არ იღებენ ხელფასს. Გამონაკლისია ე.წ მომვლელის პროფესია (Pflegefachkraft). სასკოლო აუსბილდუნგის ტიპური პროფესიებია აღმზრდელი, ფიზიოთერაპევტი ან/და უცხო ენების კორესპონდენტი. Აუსბილდუნგის მიმდინარეობისას უნდა აწარმოოთ აღრიცხვის რვეული/აუსბილდუნგის დამადასტურებელი დოკუმენტი. Ამ რვეულში უნდა მიუთითოთ წერილობით, რა შეისწავლეთ. Ეს არის ფინალურ გამოცდაზე დაშვების წინაპირობა. Ამ გამოცდის ჩაბარების შემდეგ გექნებათ სახელმწიფოდ აღიარებული განათლება. Ხშირ შემთხვევაში Აუსბილდუნგის გავლის შემდეგ სტუდენტები იმავე საწარმოში საქმდებიან - აქედან გამომდინარე, დასაქმების შანსი დიდია.
- Აუსბილდუნგის დაწყებამდე, ხანდახან საჭირო ხდება სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება.
- Ამას გარდა, თქვენ უნდა გახსნათ ბანკში ანგარიში, სადაც თქვენი ხელფასი ჩაირიცხება.
- Აუსბილდუნგის დაწყებისას თქვენ ავტომატურად გენიჭებად სოციალური დაზღვევა. Დაზღვევის საფასურის ნახევარს თქვენი დამსაქმებელი დაფარავს.
- Თუ გამოცდაზე ჩაიჭრებით, შეგიძლიათ ორჯერ თავიდან გახვიდეთ გამოცდაზე.
- Თუ თქვენ აუსბილდუნგის თანხა არ გეყოფნით საცხოვრებლად, შეგიძლიათ დახმარებაზე შეიტანოთ განაცხადი Bundesausbildungsbeihilfe (BAB).








