როგორი უნდა იყოს კარგი განაცხადი?
თქვენთვის საინტერესო ვაკანსია იპოვეთ? ქვემოთ მოცემულია ის საკითხები, რომლებსაც გერმანიაში განაცხადის შევსებისას უნდა მიაქციოთ ყურადღება.
ვაკანსიაზე განაცხადის შევსება რამდენიმე გზით ხდება: მეილით PDF დოკუმენტის გაგზავნა; ონლაინ აპლიკაციის შევსებით და ფოსტის საშუალებით დოკუმენტების გაგზავნით. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ სად აგზავნით განაცხადს.

თქვენს განაცხადში გამოკვეთილი უნდა იყოს ორი რამ:
1. რატომ გსურთ კონკრეტულად აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმება?
2. თქვენი გამოცდილება
დასაქმების სურვილს დაასაბუთებთ სამოტივაციო წერილით, ხოლო გამოცდილებას - თქვენი რეზიუმეთი (CV-ით).
თუ განაცხადს ჩვეულებრივი ფოსტით აგზავნით, მაშინ მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავფურცელი.
სამოტივაციო წერილში უნდა ჩანდეს კონკრეტული პოზიციის მიმართ თქვენი განსაკუთრებული ინტერესი და ასევე უნდა დაასაბუთოთ, თუ რატომ შეეფერებით ამ პოზიციას. განაცხადის გაკეთებისას ყურადღება მიაქციეთ მართლწერასა და დოკუმენტების ფორმალურ მხარეს.
სამოტივაციო წერილში მოკლედ ახსენით, თუ რა არის თქვენი ძლიერი მხარე. პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ თქვენი განაცხადი მაქსიმალურად სრულყოფილად უნდა იყოს წარდგენილი. სასურველია, სამოტივაციო წერილი არ იყოს ერთ გვერდზე მეტი.

რეზიუმე (Lebenslauf) თქვენი განაცხადის ძირითადი ნაწილია. ზემოთ მოცემულია ნიმუში, თუ როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი რეზიუმეში თქვენი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა: სახელი და გვარი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება და შემდგომი გადამზადება. მნიშვნელოვანი შეკითხვებია: რომელი სკოლა/უმაღლესი დაამთავრეთ? როგორი იყო თქვენი შეფასებები? რომელ კომპანიებში მუშაობდით? რა მოვალეობები გქონდათ დაკისრებული? მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმაზე, თუ რომელ უცხო ენებს ფლობთ და ასევე ის, თუ რა ინტერესები გაქვთ (მაგ. წერთ თუ არა მუსიკას, მისდევთ თუ არა სპორტს).
თქვენი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების გრაფები უნდა იყოს ქრონოლოგიურად დალაგებული - უახლესიდან ძველისკენ (მაგ. თუ პირველი სამსახური დაიწყეთ 2010 წელს, ხოლო ბოლო 2019 წელს, ჯერ წერთ 2019 წელს დაწყებულ სამსახურს, ბოლოს კი 2010 წელს).

არ ხართ ვალდებული, ფოტო დაურთოთ თქვენს რეზიუმეს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში დამსაქმებლები ფოტოს ელიან ან ითხოვენ. გაითვალისწინეთ, რეზიუმე არ უნდა აღემატებოდეს ორ გვერდს.
თქვენს განაცხადს შეგიძლიათ დაურთოთ ცნობები და სარეკომენდაციო წერილები. თუ დამსაქმებელი კონკრეტულ ფორმას არ გთხოვთ, გადაუგზავნეთ ასლები. თუ ცნობები სხვა ენაზეა შედგენილი, სასურველია თარგმნოთ გერმანულად ან ინგლისურად.
რა არის მნიშვნელოვანი გასაუბრებაზე?
თუ თქვენი განაცხადი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება შესაბამისი ვაკანსიისთვის, შემდეგი ეტაპი იქნება გასაუბრება.
თუ იმ დროისთვის სხვა ქვეყანაში იქნებით, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს ონლაინ. ნებისმიერ შემთხვევაში, გასაუბრებისთვის კარგად უნდა მოემზადოთ. თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ ამ კომპანიაზე ინფორმაცია მოძიებული გაქვთ (მაგ. ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს) და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ შეიტანეთ კონკრეტულად ამ სამუშაოზე განაცხადი. ასევე სასურველია, წინასწარვე გქონდეთ მომზადებული, თუ როგორ წარადგინოთ საკუთარი თავი - ხაზი გაუსვით თქვენს ძლიერ და სუსტ მხარეებს, რადგან ამასთან დაკავშირებით კითხვები გასაუბრებებზე ხშირად ისმევა. გარდა ამისა, შეგიძლიათ თავადაც მოამზადოთ კითხვები, რომლებსაც დამსაქმებელს გასაუბრების ბოლოს დაუსვამთ (მაგ. ზუსტად რისი კეთება გევალებათ, რამდენი თანამშრომელი გეყოლებათ ან/და შესაძლებელია თუ არა დისტანციურად მუშაობა). ასევე მნიშვნელოვანია ადეკვატურად ჩაცმა. სხვა დეტალები იმაზეა დამოკიდებული, თუ სად შეგაქვთ განაცხადი. დიდ კომპანიებში განაცხადის შევსების პროცესში ერთვება შეფასების ცენტრი, სადაც კანდიდატი სხვადასხვა სფეროში გამოიცდება. თუ დამსაქმებელი და კანდიდატი შეთანხმდებიან, იდება სამუშაო ხელშეკრულება, სადაც დასაქმების პირობები და ვადებია შეთანხმებული.