სავიზო პროცედურა

 

ვის სჭირდება ვიზა?


ვისაც გერმანიაში ლეგალურად დარჩენა სურს, როგორც წესი, ქვეყანაში უნდა შევიდეს ვიზის საფუძველზე და შემდგომში აიღოს ბინადრობის ნებართვა. 
  
გერმანიაში შესვლისას მრავალი ქვეყნის მოქალაქე ექვემდებარება ვიზას, მათ შორის სომხეთის, კოსოვოს, რუსეთისა და თურქეთის მოქალაქეებს. 
  
თუმცა, სხვებს, მაგალითად, ალბანეთის, ბოსნიის, საქართველოს ან უკრაინის მოქალაქეებს უფლება აქვთ შევიდნენ გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ვიზიტის ან ტურისტული ყოფნის მიზნით 90 დღემდე უვიზოდ. ამ პერიოდის განმავლობაში მათ ეკრძალებათ რაიმე შემოსავლიანი სამუშაო. გრძელვადიანი ყოფნისთვის საჭიროა შესაბამისი ვიზა. 
  
ეროვნული "D ვიზა" ჩვეულებრივ გაიცემა 3 ან 6 თვის განმავლობაში. 
 


 

Როგორ მიმდინარეობს ვიზის გაცემის პროცედურა? 

1. წინაპირობების შემოწმება  

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნული ვიზის მისაღებად, დამოკიდებულია იმ მიზეზზე, რისთვისაც გსურთ ქვეყანაში შესვლა. ოჯახური ან პროფესიული მიზეზების გამო დარჩენის მოთხოვნები უფრო დეტალურად არის ახსნილი შემდეგ გვერდებზე. „ვიზის გაცემის ზოგადი წინაპირობები“ თითქმის ყოველთვის უნდა იყოს დაცული: საარსებო წყაროს უზრუნველყოფა დაგეგმილი ყოფნის ხანგრძლივობისთვის, დაზუსტებული ვინაობა, მოქმედი პასპორტი და არ უნდა იყოს არც დეპორტაციის ინტერესი და არც შესვლის ან ბინადრობის აკრძალვა.

2. ვიზიტი დაჯავშნა

თუ ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, ახლა თქვენ უნდა დანიშნოთ თარიღი თქვენი წარმოშობის ქვეყანაში არსებულ გერმანიის საელჩოში ან/და გენერალურ საკონსულოში. ამის გაკეთება შეგიძლიათ შესაბამისი დაჯავშნის სისტემის მეშვეობით. Გერმანიის საელჩოში, თბილისში, შეხვედრა იჯავშნება ამ ბმულზე. 

3. შეავსეთ და ამობეჭდეთ განაცხადის ფორმა 

სწორი განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი საელჩოს ვებ-გვერდზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ ფორმა, ან შეავსოთ ფორმა ხელით. 

4. დანიშნეთ ვიზიტი

სავიზო განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ პირადად. ამ შეხვედრაზე თან უნდა იქონიოთ ყველა საჭირო დოკუმენტი:
  • განაცხადის ფორმა,
  • პასპორტი, რომელიც მოქმედებს ვიზაზე მინიმუმ 3 თვით მეტი ხნის განმავლობაში,
  • პასპორტის ასლები,
  • პასპორტის ფოტოები,
  • ვიზის საფასური (75 € მოზრდილებისთვის, 37.50 € ბავშვებისთვის),
  • ყველა სხვა დოკუმენტი და მტკიცებულება, რომელიც გჭირდებათ თქვენი შესაბამისი ვიზის მისაღებად. 
      
    შესაბამისი საელჩოს ვებგვერდზე ნახავთ საინფორმაციო ფურცლებს, სადაც ჩამოთვლილია ზუსტად რომელი დამატებითი დოკუმენტები გჭირდებათ. იქვე გაიგებთ, მაგალითად, განაცხადის ფორმა ორჯერ უნდა წარადგინოთ ორიგინალში თუ ერთხელ ორიგინალში 2 ასლით და პასპორტის რამდენი ფოტო არის საჭირო. 

 

5. ვიზიანი პასპორტის წამოღება 

 
თქვენი განაცხადის განხილვას შეიძლება 3 თვემდე დასჭირდეს, ზოგჯერ უფრო მეტიც. თუ თქვენს განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ამის თაობაზე გეცნობებათ და წარსადგენი გექნებათ გერმანიაში მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ მტკიცებულება. ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, შეგეძლებათ გამოიტანოთ თქვენი ვიზიანი პასპორტი.  
 

6. ბინადრობის ნებართვაზე განცხადების გაკეთება

ქვეყანაში შესვლის შემდეგ, თქვენ უნდა გააკეთოთ განაცხადი ბინადრობის ნებართვაზე შესაბამის საემიგრაციო ორგანოში (გერმანიაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), სანამ თქვენი ვიზა ძალაშია. ამისათვის თქვენ კვლავ უნდა გადაიხადოთ საფასური: 100 ევრო ბინადრობის ნებართვის ან /და ევროკავშირის ლურჯი ბარათის გაცემაზე. ზოგიერთ შემთხვევაში საფასური შეიძლება შემცირდეს გერმანელების ოჯახის წევრებისთვის და სტუდენტებისთვის, რომლებიც იღებენ სტიპენდიას სახელმწიფო ფონდებიდან, განაცხადის გაკეთება უფასოა. 

 

უცხოელ საქმეთა უწყების თანხმობა 

ვიზის გაცემისთვის ხშირად საჭიროა ადგილობრივი საემიგრაციო ორგანოს თანხმობა. ეს პროცედურა შიდაა ადმინისტრაციისთვის, ამიტომ დამატებითი განაცხადის წარდგენა არ არის საჭირო. შემოწმების დროს საემიგრაციო ორგანოები აფასებენ საკითხებს გერმანიაში. Საემიგრაციო ორგანოები ასევე ამოწმებენ გერმანიაში დაცულ ინფორმაციას იმათ შესახებ, ვისაც უკვე ჰქონდა გერმანიაში ბინადრობის ნებართვა (Aufenthaltserlaubnis), ნებართვა ცხოვრებაზე (Aufenhaltsgestattung) ან თმენის მოწმობა(Duldung). თვითდასაქმებული ადამიანებისთვისაც კი, მაგალითად, საჭიროა საიმიგრაციო ორგანოების თანხმობა, რადგან ამ ბინადრობის ნებართვის გაცემის წინაპირობა, როგორც წესი, რეგიონალური საჭიროებაა. 
იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც ზემოაღნიშნული არ ვრცელდება და რომლებიც მიმართავენ ვიზას დასაქმების მიზნით ან სამუშაოს/სასწავლო ადგილის მოსაძებნად, საიმიგრაციო ორგანოების თანხმობა ჩვეულებრივ არ არის საჭირო. თანხმობისგან თავისუფალნი არიან მეცნიერები, სტუდენტები სტიპენდიით ან პირები, რომლებმ დაამთავრეს გერმანული სკოლა საზღვარგარეთ, გერმანული წარმოშობის მქონე პირები ან თუ ეს რეგულირდება სამთავრობათაშორისო შეთანხმებებით. 
  
გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია საიმიგრაციო ორგანოების მიერ თანხმობის წინასწარი გაცემა. ამისათვის სასარგებლოა დაუკავშირდით პასუხისმგებელ საკონსულტაციო ცენტრს. 


 

დამატებითი ინფორმაცია გერმანიის საელჩოზე საქართველოში:

 
სავიზო პროცედურები - ბმულები
 
ვიზი გაცემის სამართლებრივი საფუძვლები მოცემული ,,ბინადრობის შესახებ'' კანონის მე-6 მუხლში, ასევე შესაბამის პარაგრაფებში. 
უცხოელ საქმეთა უწყების თანხმობას ვიზის გაცემაზე არეგულირებს ,,ბინადრობის რეგულაციების'' 31-ე პუნქტი. გამონაკლისები მოცემულია ამავე რეგულაციაში.
ინფორმაცია სავიზო მოსაკრებლის შესახებ მოცემულია ბინადრობის რეგულაციების 46-ე მუხლში.
კომპეტენტური უწყებების სია
ქვეყნების სია - სავალდებულო ვიზა
უცხოეთის წარმომადგენლობის სია
რომელი ვიზა მჭირდება?
სავიზო ნავიგატორი
სავიზო და გერმანიაში შესვლის პროცესი
www.make-it-in-germany.de
სავიზო განაცხადი
ონლაინ განაცხადის ფორმა
მრავალენოვანი პდფ-ფორმა
სხვა დამატებითი ინფორმაცია
სავიზო სახელმძღვანელო AA
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
გაითვალისწინეთ, რომ აქ მითითებული ინფორმაცია არ ცვლის ინდივიდუალურ კონსულტაციას. თუ შეიძლება, მიმართეთ პროექტის ადგილობრივ წარმომადგენლობას სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად. კონსულტაცია უფასოა!
 
საჭირო ინფორმაცია ვერ იპოვეთ?