ონლაინ-კონსულტაცია
ბადენის დიაკონური სამსახურის ონლაინ-კონსულტაციის პორტალი
ამ ონლაინ-კონსულტაციის პორტალის მეშვეობით შეგიძლიათ ჩვენს საკონსულტაციო ცენტრებს დაუკავშირდეთ ალბანეთში, სომხეთში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, საქართველოში, კოსოვოში, რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში. თქვენ მიერ შეყვანილი მონაცემები არის დაცული და ის არ გადაეცემა სხვა პირს. ჩვენ გთავაზობთ პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალ სტანდარტს.
როგორ ფუნქციონირებს რეგისტრაცია?
1. ლინკზე https://migration.onlineberatung-diakonie-baden.de/start გადასვლით, მოხვოდებით ჩვენს ონლაინ-კონსულტაციის პორტალზე.
2. ირჩევთ ველს „Beratung für Zuwander*innen“.
3. პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ და შექმნათ თქვენი ანგარიში.
4. აქ უნდა შეიყვანოთ თქვენი სახელი და ელექტრონული ფოსტა. თქვენ მიერ მითითებული მონაცემებით, გექნებათ წვდომა, თქვენთვის ჩატარებული ონლაინ-კონსულტაციების არქივზე. გთხოვთ, საიდუმლოდ შეინახოთ თქვენი მონაცემები (მომხმარებლის სახელი და პაროლი). თუ არ გსურთ, რომ სხვა ადამიანებს შეეძლოთ თქვენი საკონსულტაციო მოთხოვნის წაკითხვა.
5. უკვე დარეგისტრირდით? მაშინ შეგიძლიათ პირდაპირ შეხვიდეთ სისტემაში.
როგორ მუშაობს კონსულტაცია?
1. აირჩიეთ ველი „BeraterInnen“. აქ დაინახავთ პროექტის „Vorbereitet und erfolgreich nach Deutschland“ მრჩევლების საკონტაქტო ინფორმაციას. აღნიშნული ინფორმაცია დალაგებულია ანბანისა და ქვეყნების მიხედვით. თქვენ ასევე ნახავთ, თუ რა ენაზე საუბრობენ პროექტის მრჩევლები.
2. თუ თქვენ შესაბამის მრჩეველს იპოვით, შეგეძლებათ, უბრალოდ გახსნათ ,,ჩათი’’. თუ თქვენ უკვე ჩაგიტარდათ ონლაინ-კონსულტაცია, შეგიძლიათ ,,ჩათის’’ არქივი გახსნათ.
3. ჩათში შესაძლებელია მხოლოდ შეტყობინების გაგზავნა და დოკუმენტის ატვირთვა. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მრჩეველი ასევე იყოს ონლაინ. თუ ქვენი მრჩეველი ასევე ონლაინზეა, შეგიძლიათ დააჭიროთ მიკროფონის და კამერის სიმბოლოებს და დაიწყოთ ვიდეო კონფერენცია. ზემოთ, ისრის სიმბოლოზე დაჭერით, შეგიძლიათ დატოვოთ ვიდეო კონფერენცია.
4. თქვენ ფოსტის საშუალებით მიიღებთ შეტყობინებს, თუ თქვენი მრჩეველი გიპასუხებთ კითხვებზე.
რა უნდა გაითვალისწინოთ?
- „ონლაინ“ კონსულტაცია ვერ შეცვლის პირად კონსულტაციას. რაც უფრო ზუსტი და სრულყოფილი იქნება თქვენი ინფორმაცია, მით უკეთესი და სწორი პასუხების გაცემა შეგვიძლება. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ასევე მოგვიწევს კითხვების დასმა, რათა მოგაწოდოთ სწორი ინფორმაცია. ონლაინ კონსულტაციის საშუალებით ჩვენ მხოლოდ შეზღუდული ზომით შეგვიძლია შევამოწმოთ, სწორად გავიგეთ თუ არა თქვენი შეკითხვა, ხოლო თქვენ - ჩვენი პასუხი. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ ასევე უნდა ისარგებლოთ პირადი ან თუნდაც სატელეფონო კონსულტაციებით. ჩვენთან დაკავშირება ასევე შეიძლება ჩვენი ფეისბუქ-გვერდის მეშვეობით ,,Migrationsberatung - საემიგრაციო კონსულტაცია’’ https://www.facebook.com/Migrationsberatung
- თქვენ ასევე შეგიძლიათ, რომ ინფორმაცია მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. თუმცა, კომუნიკაციის ამ ფორმისას თქვენი პერსონალური მონაცემები ვერ იქნება გარანტირებულად დაცული. აქედან გამომდინარე, ჩვენ გირჩევთ, რომ კონსულტაციის მისაღებად გამოიყენოთ ჩვენი ელექტრონული პორტალი, ან მოხვიდეთ პირად კონსულტაციაზე. ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულია ველში ,,პროექტის გუნდი საქართველოში’’
















