რა არის საჭირო გერმანიაში ლეგალურად ყოფნისთვის?

 
ვისაც გერმანიაში ლეგალურად დარჩენა სურს, როგორც წესი, უწევს შესვლა ვიზით და სჭირდება შესაბამისი ბინადრობის ნებართვა შემდგომი ყოფნისთვის. 
 
გერმანიაში შესვლისას ბევრი ქვეყნის მოქალაქეს აქვს ვიზა. მათ შორის არიან: სომხეთის, ეთიოპიის, კოსოვოს, რუსეთისა და თურქეთის მოქალაქეები. 
 
სხვებს, როგორიცაა ალბანეთის, ბოსნიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთის, მონტენეგროს, საქართველოს ან უკრაინის მოქალაქეებს, უფლება აქვთ უვიზოდ შევიდნენ ფედერალურ რესპუბლიკაში ვიზიტის ან ტურისტული ყოფნის მიზნით 90 დღემდე. ამ პერიოდის განმავლობაში მათ ეკრძალებათ დასაქმება. ჩამოთვლილი ქვეყნის მოქალაქეებს გერმანიაში გრძელვადიანი ყოფნისთვის ასევე სჭირდებათ შესაბამისი ვიზა. 

 

ვის შეუძლია გერმანიაში ყოფნა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად?

 

გერმანიაში პროფესიული საქმიანობის გრძელვადიანი მიზნით განსახორციელებლად, საჭიროა ეროვნული ვიზა გრძელვადიანი ყოფნისთვის. დაინტერესებულ პირს შეუძლია სავიზო განაცხადი გააკეთო პროფესიული სწავლებისთვის (Ausbildung), ასევე დასაქმებისთვის. ამისთვის თქვენ უნდა გქონდეთ გარკვეული კვალიფიკაცია, რის შესახებ ინფორმაციასაც შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ გვერდებზე:

გერმანიაში ყოფნა პროფესიული განათლების მისაღებად

გერმანიაში ყოფნა უმაღლესი განათლების მისაღებად

პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტის  ყოფნა გერმანიაში

აკადემიური განათლების მქონე სპეციალისტის  ყოფნა გერმანიაში

2020 წლის მარტიდან დაიწყო სპეციალისტთა დაჩქარებული პროცედურა, რომლის მიხედვითაც დამსაქმებლებს შეუძლიათ მიმართონ საიმიგრაციო ორგანოებს და მოსაკრებლის გადახდის შემდეგ თავად დაეხმარნონ დასაქმებულს სავიზო პროცედურების მოგვარებაში. ამ პროცედურაში ვიზის გაცემა, კვალიფიკაციის აღიარება და დასაქმების ფედერალური სააგენტოს თანხმობის მიღება მოკლე ვადაში უნდა მოხდეს.
გერმანიაში (პერსპექტიული) კვალიფიციურ სპეციალისტად გადასვლის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს, ვიდრე აღწერილია შემდეგ გვერდებზე. მაგალითად, თუ თქვენ გაინტერესებთ ვიზა სამუშაოს მოსაძებნად, შეგიძლიათ მიიღოთ მეტი ინფორმაცია ამის შესახებ www.make-it-in-germany.de.
თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ სქემა, სადაც ნაჩვენებია, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ ბინადრობის ნებართვის მისაღებად და რომელი სამართლებრივი საფუძვლით გაიცემა თქვენზე ბინადრობის ნებართვა.

Quelle: www.make-it-in-germany.de

Quelle: www.make-it-in-germany.de

 

 
რჩევები ვიზასთან დაკავშირებით
ინფორმაცია სავიზო რეგულაციების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა 
სამინისტროს ვებ-გვერდზე და საზღვარგარეთ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.
ბინადრობა პროფესიული მიზეზების გამო - სამართლებრივი საფუძველი
პროფესიული განათლების (Ausbildung) მიღების მიზნით ბინადრობის შესახებ ზუსტი დებულებები შეგიძლიათ იხილოთ ,,ბინადრობის შესახებ კანონის'' მე-16 და მე-17 ნაწილებში; დასაქმების მიზნებისთვის შეგიძლიათ იხილოთ ,,ბინადრობის შესახებ'' კანონის 18-დან 21-ე ნაწილები.
სპეციალისტთა დაჩქარებული პროცედურის სამართლებრივი საფუძველი შეგიძლიათ იხილოთ ,,ბინადრობის შესახებ'' კანონის 81a ნაწილში.
დამატებითი მნიშვნელოვანი რეგულაციები ნებართვის გაცემის ზოგადი პირობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ,,ბინადრობის შესახებ'' კანონის მე-5 ნაწილში და უკვე არსებული ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შესახებ ნორმები  კი - ამავე კანონის მე-11 ნაწილში.