რა შესაძლებლობები არსებობს?

საყიდლებზე, სამუშაოდ, მშობელთა კრებაზე - გერმანული ენის ცოდნა ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია. გერმანული ენის შესწავლის ბევრი საშუალება არსებობს გერმანიაშივე, თუ საზღვარგარეთ. გერმანული ენის ცოდნა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მრავალი ორგანიზაცია სთავაზობს მსურველებს გერმანული ენის შემსწავლელ კურსებს, მაგ. გოეთეს ინსტიტუტი, საზოგადოებრივი კოლეჯები. გერმანული ენის კურსებს ასევე სთავაზობს გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური. გაკვეთილები მიმდინარეობს როგორც ცალკე, ისე ჯგუფებში. არსებობს სპეციალიზებული გაკვეთილები დასაქმებულთათვის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის, ქალებისთვის, ასევე წერა-კითხვის უციდინართათვის. ასევე არსებობს კურსები, რომლებიც მიმდინარეობს ინტენსიურად, საღამოობით, შუადღეს ან შაბათ-კვირას.

ენის გამოცდა შედგება წერილობითი, მოსასმენი და ზეპირი ნაწილისგან, სადაც მოწმდება თქვენი გრამატიკის ცოდნა, სიტყვათა მარაგი, საუბარი და წერითი უნარები. ენის გამოცდა სხვადასხვა დონისაა: A1 და A2 ნიშნავს, რომ თქვენ ყოველდღიური სიტუაციების გაგება შეგიძლიათ. B1 და B2 ნიშნავს, რომ თქვენ დამოუკიდებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გერმანული ენა. C1 და C2 ნიშნავს თქვენს ძალიან კარგ ენობრივ დონეს, რაც ენის ცოდნის დონით უტოლდება მშობლიურს. თითეულ საფეხურზე შესაბამისი ცოდნის დონეს განსაზღვრავს ენების ერთობლივი ევროპული ჩარჩო. ენის გამოცდა სხვადასხვა ორგანიზაციებში შეგიძლიათ ჩააბაროთ. მაგ. გოეთეს ინსტიტუტი ან ტელკი (telc GmbH) სთავაზობენ ენის გამოცდას დაინტერესებულ ყველა პირს. ხოლო TestDaF და DH (გერმანული ენის გამოცდა უმაღლესში სწავლისთვის) განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც გერმანულ უმაღლესში სურს სწავლა. რაც შეეხება DSD -ს (კულტურის სამინისტროთა კონფერენციის მიერ აღიარებულ გერმანული ენის დიპლომი), ამ გამოცდას აბარებენ მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ საზღვარგარეთ.









