საემიგრაციო კონსულტაცია

  
გერმანიაში მიგრაციის მსურველებს ხშირად სჭირდებათ მხარდაჭერა, რჩევა და ხელმძღვანელობა, რათა ადგილზე მყოფები სწრაფად შეეგუონ და მოერგონ გარემოს. მიგრაციის საკონსულტაციო ცენტრთან ადრეული კონტაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის გაერთიანების პროცედურის განხორციელებისას (კონსულტაცია მნიშვნელოვანია ასევე სხვა საფუძვლებით მიგრაციის შემთხვევაში), როდესაც საჭიროა ბევრი ბიუროკრატიული დეტალის გათვალისწინება. საემიგრაციო მრჩეველებს შეუძლიათ ადრეულ ეტაპზე მოგაწოდონ ინფორმაცია იმ ნაბიჯებზე, რომელიც საელჩოს გაუადვილებს ვიზის გაცემას. გრძელვადიან, ლეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით ყველა საკითხის გარკვევა შესაძლებელია პროექტის „წარმატებული და მომზადებული მიგრაცია გერმანიაში“ საემიგრაციო მრჩეველების დახმარებით. აღნიშნული პროექტი ხორციელდება თურქეთში, კოსოვოში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, უკრაინაში, სომხეთსა და საქართველოში.
 
 
 
  

რეგისტრაციის ფორმა - კონსულტაცია KA

Hinweis: Mit einem Sternchen (*) markierte Felder sind Pflichtfelder.


მონაცემთა დაცვის შესახებ:
ვადასტურებ, რომ გავეცანი  (ასევე დაწვრილებითი ფორმით)  ინფორმაციას მონაცემთა დაცვის შესახებ და ვეთანხმები.
თანხმობა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის პირობებზე:
მონაწილის მონაცემები (სახელი, დაბადების თარიღი, სქესი, მისამართი, მოქალაქეობა, გერმანიაში გამგზავრების მიზანი და პროექტის შემოთავაზებით სარგებლობა) შეინახება პროექტის ადმინისტრაციის მიერ, გადამუშავდება ელექტრონულად და შესაძლებელია გადაეცეს დამფინანსებლებს (ევროკავშირს, გერმანის მიგრაციის და ლტოლვილთა სამსახურს). მონაწილე კონსულტაციის მიღებით აცხადებას ამაზე თანხმობას.