ოჯახის გაერთიანება განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეთან

 

ვის ეხება ეს რეგულაცია?   


ოჯახის დაცვა ფუნდამენტური უფლებაა. აქედან გამომდინარე, ბინადრობის ნებართვის უფლება აქვთ გერმანიის მოქალაქეების მეუღლეებს, არასრულწლოვან შვილებსა და გერმანელი ბავშვის მშობლებს. ქვეყანაში შესასვლელად გჭირდებათ ოჯახის გაერთიანების ვიზა.  
ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლისთანავე დაქორწინდებიან გერმანელზე, შეუძლიათ მოითხოვონ ვიზა ქორწინების მიზნით. 
მათთვის, ვისაც აქვთ საერთაშორისო დაცვის უფლება, ანუ მათთვის, ვინც წარმატებით დაასრულეს თავშესაფრის მიღების პროცესი გერმანიაში და სურთ თავიანთი ოჯახი თან წაიყვანონ, არ არის საჭირო აქ აღწერილი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება. ოჯახის გაერთიანება შეუძლებელია იმ ლტოლვილებისთვის, რომლებიც იმყოფებიან თავშესაფრის მინიჭების პროცესში ან მათზე უარი თქვეს და მხოლოდ ,,თმენის“ დოკუმენტი აქვთ (Duldung).  ზოგიერთი ჰუმანიტარული ბინადრობის ნებართვით ოჯახის გაერთიანება მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებშია შესაძლებელი. თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადგილობრივი მიგრაციის ან ლტოლვილთა საკონსულტაციო ცენტრს. 
 

 

Რა წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი?

მუდმივი მფლობელის ბინადრობის ნებართვა 

გერმანიაში ოჯახის გაერთიანება უცხოელთან მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მათ აქვთ ბინადრობის ნებართვა. ეს შეიძლება იყოს ბინადრობის ნებართვა პროფესიული განათლების მიღების მიზნით, დასაქმების მიზნით, საერთაშორისო სამართლის, ჰუმანიტარული ან პოლიტიკური მიზეზების გამო, ბინადრობის ნებართვა ოჯახური მიზეზების გამო, მუდმივი ბინადრობის ნებართვა გერმანიაში ან ევროკავშირში. თუმცა, ჰუმანიტარული მიზეზების გამო რამდენიმე ბინადრობის ნებართვა გამორიცხულია ოჯახის გაერთიანებისგან; ისინი ჩამოთვლილია 29-ე მუხლის მე-3 პუნქტში (,,ბინადრობის შესახებ კანონი’’)  და ოჯახის გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში. 

გერმანიაში ოჯახის გაერთიანება უცხოელთან მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მათ აქვთ გერმანიის ან ევროკავშირის მუდმივი ბინადრობის ნებართვა. ეს შეიძლება იყოს ბინადრობის ნებართვა პროფესიული განათლების (Ausbildung) მიღების მიზნით, დასაქმების მიზნით, საერთაშორისო სამართლის, ჰუმანიტარული ან პოლიტიკური მიზეზების გამო. თუმცა, მაგალითად ოჯახის გაერთიანების საფუძველზე ბინადრობის უფლება არ გაიემა, თუ პირის გერმანიაში ყოფნის საფუძველი ჰუმანიტარული მიზეზებია.  გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, რომელთა ჩამონათვალიც მოცემულია "ბინადრობის შესახებ კანონის" 29-ე მუხლის მე-3 პუნქტში. 
 
საარსებო წყაროს უზრუნველყოფა 

ბინადრობის ნებართვის ასაღებად თქვენ უნდა გქონდეთ შესაბამისი შემოსავალი. ეს ნიშნავს, რომ ოჯახის (მშობლების ან მეუღლის) შემოსავალი საკმარისი უნდა იყოს საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევისა და სხვა ძირითადი საჭიროებების დასაფარად. ასევე, ბავშვის შემწეობა, მშობლის შემწეობა, ბავშვის შემწეობა ან BAföG ემატება მშობლების შემოსავალს. 
  
ყოველთვიური მოთხოვნები ეფუძნება მეორე და მეთორმეტე სოციალური კოდექსის დებულებებს. გერმანიაში მიგრაციის საკონსულტაციო ცენტრებს შეუძლიათ დაგეხმარონ შემოსავლის გამოთვლასა და იმის დადგენაში, არის თუ არა ის საკმარისად მაღალი. 
საკმარისი საცხოვრებელი ფართი 
ბინა საკმარისად დიდი უნდა იყოს. საცხოვრებელი ფართი საკმარისად ჩაითვლება, თუ ოჯახის თითოეულ წევრზე გამოყოფილი იქნება დაახლოებით 12 კვადრატული მეტრი (2 წლიდან). ბინაში უნდა იყოს სამზარეულო, აბაზანა და ტუალეტი. ზოგიერთ ფედერალურ მიწაზე საკმარისად მიიჩნევა სულ მცირე 9 კვადრატული მეტრიც  ზრდასრული ადამიანისთვის. 
 

ენის ცოდნა  


როგორც წესი, გერმანული ენის ცოდნა გერმანიაში ჩასვლამდე უნდა იყოს დადასტურებული. 
  
მეუღლის გაერთიანების შემთხვევაში საჭიროა გერმანული ენის საბაზისო ცოდნა, ანუ ენების საერთო ევროპული საცნობარო ჩარჩოს A1 დონის დამადასტურებელი მოწმობა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როცა არ ითხოვენ ენის დამადასტურებელ სერტიფიკატს, მაგალითად, თუ ენის ათვისება შეუძლებელია ავადმყოფობის ან შეზღუდული შესაძლებლობების გამო, თუ ეს არაგონივრულია ან მეუღლეს აქვს ბინადრობის ნებართვა, როგორც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს. 
ენის სერტიფიკატის გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია Goethe-Institut-ში, Telc-ში, ÖSD-ში ან TestDaF-Institut-ში. 
  
ბავშვთა იმიგრაციისთვის გერმანული ენის ცოდნა არ არის საჭირო. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი უკვე არის 16 ან 17 წლის და არ შედის ქვეყანაში (სამი თვის განმავლობაში) მშობლებთან ერთად ან კანონიერი მზრუნველობის მქონე მშობელთან ერთად, უნდა დაამტკიცოს ენობრივი ცოდნა C1 დონეზე. ეს მოთხოვნა არ ეხება ,,მარტივი“ ინტეგრაციის შემთხვევებს (მაგ. როცა ბავშვი გაიზარდა ევროკავშირის სხვა ქვეყანაში, დადიოდა გერმანულ სკოლაში). ანალოგიურად, ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი არ არის საჭირო, თუ მშობელი დასაქმებულია კვალიფიციურ სპეციალისტად. 

პასპორტი და დაზუსტებული ვინაობა 

ვიზის და შემდგომში ბინადრობის ნებართვის გასაცემად უნდა დაზუსტდეს პირის ვინაობა და პასპორტის ვალიდურობა.      

გაძევების ინტერესის არარსებობა 


არ უნდა არსებობდეს გაძევების მიზეზი, როგორიცაა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა (მაგ. დანაშაულის შემთხვევაში).   

შესვლისა და ყოფნის აკრძალვის არარსებობა 

თუ პირმა უკვე მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში ან შენგენის სხვა სახელმწიფოში, არ უნდა იყოს დეპორტირებული იქიდან, რადგან ამ შემთხვევაში მოქმედებს შესვლის აკრძალვა. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მათ, ვინც ე.წ. "უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებიდან" არიან და მიიღეს უარი, რადგან მაშინ გარკვეული ბინადრობის ნებართვა იბლოკება, მაშინაც კი, თუ ადამიანი ჯერ არ არის დეპორტირებული. თუ არსებობს შესვლის აკრძალვა, უნდა იქნეს განხილული ინდივიდუალურად, თუ როგორ უნდა შემცირდეს შესვლის აკრძალვის ვადა. 

შესვლა საჭირო ვიზით     


სასწავლო მიზნებისთვის ბინადრობის ნებართვის გასაცემად აუცილებელია, რომ პირი ქვეყანაში შევიდეს სასწავლო ვიზით. ზოგადად, ქვეყანაში შესასვლელად საჭიროა მიზნის შესაბამისი ვიზა.
 

მოქმედი ქორწინება 

ქორწინება ძალაშია, თუ ორივე პარტნიორი იყო მინიმუმ 18 წლის ქორწილის დროს და შეუძლიათ წარმოადგინონ ქორწინების მოწმობა. ასევე შესაძლებელია საქორწინო ვიზის აღება. გერმანიაში რეესტრის ოფისმა უნდა დაადასტუროს, რომ ქორწინება შეიძლება მოხდეს გერმანიაში შესვლიდან მცირე დროში. ამისათვის ქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტები წარედგინება გერმანიაში რეესტრის ოფისს. 

ოჯახური თანაცხოვრება

გერმანიაში ოჯახურ თანაცხოვრებას სჭირდება სწორად დაგეგმვა, რადგან სავიზო ოფისი და საიმიგრაციო ორგანოები ამოწმებენ, ადგილი ხომ არ აქვს ფიქციურ ან იძულებით ქორწინებას. ამ მიზნით, ვიზაზე განაცხადის შემტანი გასაუბრებას გადის სავიზო ოფისში, ხოლო მეუღლე ან საცოლე/საქმრო - გერმანიის საიმიგრაციო ორგანოში. ამ გასაუბრებების მიზანია იმის დადგენა, რამდენად კარგად იცნობენ მეუღლეები ან საქმრო-საცოლე ერთმანეთს და არის თუ არა ეს სერიოზული ურთიერთობა.

 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
გაითვალისწინეთ, რომ აქ მითითებული ინფორმაცია არ ცვლის ინდივიდუალურ კონსულტაციას. თუ შეიძლება, მიმართეთ პროექტის ადგილობრივ წარმომადგენლობას სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად. კონსულტაცია უფასოა!