სკოლა

 

Როგორია სასკოლო სისტემა გერმანიაში?  

Გერმანიაში დაახლოებით  32 000 სკოლაა. Როგორც წესი დაწყებითი საფეხურის სკოლები პატარა სოფლებშიცაა, ხოლო შემდგომი საფეხურის სკოლები ძირითადად ქალაქებშია. Გაკვეთილები უმეტესად დილის 8 საათზე იწყება და მთავრდება ნაშუადღევს. Უფროსკლასელების გაკვეთილები შესაძლოა მეტხანს, დაახლოებით 17:00 საათამდე გაგრძელდეს. Ასევე არსებობს გახანგრძლივებული სკოლები, რომლებშიც მოსწავლეები საღამომდე რჩებიან. Სასკოლო წელი იწყება აგვისტოში ან სექტემბერში და მთავრდება შესაბამისად ივნისში ან ივლისში. Გერმანიის სკოლებში არის საშემოდგომო, საშობაო, სააღდგომო არდადაგები. Ზოგიერთ მიწაზე არის ზამთრისა და სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებული არდადაგები. Საჯარო სკოლები გერმანიაში უფასოა. Სკოლებში სხვადასხვა საგნები ისწავლება, თუმცა დაწყებით სკოლებში ძირითადად გერმანული და მათემატიკა, ასევე ისწავლება  საბუნებისმეტყველო საგნები, უცხო ენა, ხელოვნება და მუსიკა. Მოგვიანებით ამ საგნებს ემატება ისტორია ან საზოგადოებათმცოდნეობა, ასევე სპორტი (ცურვის ჩათვლით) და რელიგია. Თუ მოსწავლე არ მოისურვებს რელიგიის გაკვეთილზე სიარულს, შეუძლია ამის სანაცვლოდ აირჩიოს ეთიკა. Გარკვეული ასაკის შემდეგ მოსწავლეები თავად ირჩევენ კონკრეტულ საგნებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. 
Გერმანიაში ფედერალური მოწყობის სისტემაა, აქედან გამომდინარე, 16-ვე მიწაზე განსხვავებული სასკოლო სისტემაა. Თუმცა ძირითადი სტრუქტურა მაინც ერთნაირია 

 
 

Დაწყებითი სკოლა  (Grundschule)

 

Გერმანიაში 6 წელს მიღწეული ბავშვებისთვის სკოლაში სიარული სავალდებულოა და მათ უნდა იარონ საჯარო ან კერძო სკოლებში. Მხოლოდ საშინაო განათლება არ არის ნებადართული. Დაწყებითი სკოლა, როგორც წესი, 4 წელი გრძელდება (ბელინსა და ბრანდენბურგში - 6 წელი). Შეფასებებს მოსწავლეები თავიდანვე იღებენ, ჯერ წერილობით შეფასებას, ხოლო შემდგომ ქულებს 1-დან 6-დე, სადაც 1 ქულა ყველაზე კარგი ქულაა, ხოლო გადამსვლელი - 4. პირველი ორი წელი ყველა დისციპლინას კლასის დამრიგებელი ასწავლის. მესამე კლასიდან გაკვეთილებს უძღვებიან საგნობრივი პედაგოგები. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები იღებენ რეკომენდაციას, სად უმჯობესი მათთვის სწავლის გაგრძელება: ძირითად სკოლაში, რეალურში თუ გიმნაზიაში.

საბაზო საფეხური (Sekundarstufe)

4 წლის შემდეგ მოსწავლეები ავტომატურად არ გადადიან შემდეგ საფეხურზე, მათ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, სად გააგრძელებენ სწავლას: 
 
ძირითადი სკოლა (Hauptschule)  - გრძელდება მე-5 კლასიდან მე-9 კლასის ჩათვლით (ხანდახან 10 კლასის ჩათვლით). Აქ, გიმნაზიასთან შედარებით, მეტი პრაქტიკული საგნები ისწავლება, მაგ. Მზარეულობა, ხელსაქმე. არდადეგების დროს მოსწავლეები ვალდებულნი არიან, გაიარონ საწარმოო პრაქტიკა. Დასასრულს მოსწავლეებს უეწვთ 3 ზეპირი და 3 წერილობითი გამოცდის ჩაბარება გერმანულ ენაში, მათემატიკასა და ინგლისურში. Ასე იღებენ ისინი არასრული საშუალო განათლების დამადასტურებელ ატესტატს. Ამ ატესტატით მათ შეუძლიათ პროფესიული განათლება მიიღონ (პროფესიულ კოლეჯი). 

რეალური სკოლა (Realschule)  - გრძელდება მე-5 კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით. აქ მოსწავლეები შედარებით ვრცელ, მაგრამ მაინც არასრულ განათლებას იღებენ. Აქაც ბევრი პრაქტიკული საგანი ისწავლება. Ხშირად ასევე ირჩევენ მეორე უცხო ენასაც. Მე-10 კლასის შემდეგ არის გამოცდა. Გერმანულ ენაში, მათემატიკასა და ინგლისურში. Გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოსწავლეები იღებენ საშუალო სკოლის ატესტატს. რეალური სკოლის კურსდამთავრებულებს უფრო დიდი არჩევანი აქვთ, ვიდრე მათ თანატოლებს, რომლებმაც ძირითადი სკოლა დაამთავრეს. გარდა პროფსკოლებისა, მათ შეუძლიათ ორწლიანი კურსის გავლა სახელმწიფო სამსახურში ჩასადგომად (მათ შორის – პოლიციასა და ბუნდესვერშიც), ასევე – სწავლის გაგრძელება გიმნაზიაში (Gymnasium) ან სპეციალიზებულ გიმნაზიაში (Fachoberschule). Კარგი საშუალო ქულის შემთხვევაში ატესტატში მიეთითება, რომ მოსწავლემ წარჩინებით დაამთავრა სკოლა. Სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებმა უნდა აირჩიონ, მიიღონ პროფესიული განათლება კოლეჯში, სადაც ისინი პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს შეისწავლიან. Წარჩინებით დამთავრების შემდეგ მოსწავლე უფლებამოსილია რომ გიმნაზიაში ჩააბაროს, სადაც მიიღებენ კვალიფიციიურ სკოლის ატესტატს ან გადავიდნენ გიმნაზიის ზედა საფეხურზე, სადაც სრული ზოგადი განათლების ატესტატს მიიღებენ. Კარგი ქულების შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია გიმნაზიაში გააგრძელოს სწავლა.

გიმნაზია (Gymnasium) გულისხმობს მეთორმეტე ან მეცამეტე კლასამდე სწავლას. კლასების რაოდენობა იმაზე დამოკიდებული, რომელ ფედერალურ მიწას ეკუთვნის სკოლა, თუმცა სკოლების უმეტესობა 13-კლასიანია.  Სკოლაში 12 ან 13 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლეები აღწევენ ყველაზე მაღალ საფეხურს - აბიტურს. მეთერთმეტე კლასში მოსწავლეები, როგორც წესი, სიღრმისეული შესწავლისთვის 2-3 საგანს ირჩევენ, თუმცა ეს პროფილის დავიწროებას არ ნიშნავს – გიმნაზიის მოსწავლე მრავალმხრივ განათლებას იღებს. აქ მიღებული ატესტატი მას ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების უფლებას აძლევს. გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები არ ტარდება, აბიტურიენტს ატესტატის ნიშნების მიხედვით იღებენ. თუ ჩარიცხვის პრეტენდენტი უმაღლეს სასწავლებელში არსებულ ადგილზე მეტია, იღებენ საუკეთესოებს, დანარჩენი კი მომლოდინეთა რიგში გადაინაცვლებს. ეს უკანასკნელნი მომდევნო სასწავლო წელს ჩაირიცხებიან.

Საბაზისო საფეხური გრძელდება 5-6 წელი.  ამის შემდეგ მოსწავლე ხურავს ზედა საფეხურს, რომელიც გრძელდება 3 სასკოლო წელიწადი. Აქ უფრო მეტი ყურადღება ექცევა თეორიულ ცოდნას. Ამ საფეხურზე მოსწავლეებს მეტი შესაძლებლობა აქვთ ინტერესების შესაბამისად აირჩიონ საგნები.

 
Გერმანიის უმეტეს ფედერალურ მიწაზე არსებობს ერთიანი სკოლა (Gesamtschule), რომელიც მოიცავს სკოლის სამივე საფეხურს. Ხშირად ამ სკოლაში კლასები ცალკეულ საგნებში (მათემატიკა, ინგლისური და გერმანული) იყოფა მოსწავლეთა ცოდნის დონის მიხედვით. Gesamtschuleს ყველაზე მაღალი საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლე იღებს ყველანაირი ფორმის სკოლის დასრულების მოწმობას. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის, რომელთა მოთხოვნებსაც ჩვეულებრივო სკოლები ვერ აკმაყოფილებს, არსებობს მათი საჭიროებების შესაბამისი „დამხმარე სკოლები“ („Förderschulen“), „დამხმარე ცენტრები“ („Förderzentren“) ან „სკოლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“. ბევრ მიწაზე ფუნქციონირებს ინკლუზიური განათლების მოდელი, რომელიც საშუალებას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, განათლება ჩვეულებრივ სკოლებში მიიღონ. 
 
 



  
Მშობლებსაც შეუძლიათ სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება: ყველა სკოლაში არსებობს მშობლების წარმომადგენლობა - ე.წ ,,მშობელთა საბჭო’’. Მათ შეუძლიათ გარკვეული ცვლილებების შეტანა და აქვთ სასკოლო შეხვედრებზე ხმის მიცემის უფლება. Ამას გარდა არსებობს მშობელთა საღამოები, რომლებზეც მასწავლებლები მიაწოდებენ მათ ინფორმაციას სიახლეებზე (მაგ. Სასკოლო ექსკურსია). 
 

 
სკოლა - ბმულები
ინფორმაცია გერმანული სასკოლო სისტემის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდებზე, მათ შორის:
Make it Germany 
 
გერმანული სასკოლო სისტემის მარტივად აღსაქმელად იხ. განათლების მინისტრთა კონფერენციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია:
www.kmk.org