ოჯახების გაერთიანება

 

რა არის საჭირო გერმანიაში ლეგალურად ყოფნისთვის? 


 
ვისაც გერმანიაში ლეგალურად დარჩენა სურს, როგორც წესი, უწევს შესვლა ვიზით და სჭირდება შესაბამისი ბინადრობის ნებართვა შემდგომი ყოფნისთვის. 
 
გერმანიაში შესვლისას ბევრი ქვეყნის მოქალაქეს აქვს ვიზა. მათ შორის არიან: სომხეთის, ეთიოპიის, კოსოვოს, რუსეთისა და თურქეთის მოქალაქეები. 
 
სხვებს, როგორიცაა ალბანეთის, ბოსნიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთის, მონტენეგროს, საქართველოს ან უკრაინის მოქალაქეებს, უფლება აქვთ უვიზოდ შევიდნენ ფედერალურ რესპუბლიკაში ვიზიტის ან ტურისტული ყოფნის მიზნით 90 დღემდე. ამ პერიოდის განმავლობაში მათ  ეკრძალებათ დასაქმება. ჩამოთვლილი ქვეყნის მოქალაქეებს გერმანიაში გრძელვადიანი ყოფნისთვის ასევე სჭირდებათ შესაბამისი ვიზა.

  
 

 

ვის შეუძლია გერმანიაში ცხოვრება ოჯახური მიზეზების გამო? 


თუ გსურთ გერმანიაში დარჩენა ოჯახური მიზეზების გამო, ქვეყანაში შესასვლელად თქვენ დაგჭირდებათ ოჯახის გაერთიანების ვიზა. მხოლოდ ასეთი ვიზის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ გერმანიაში ბინადრობის ნებართვა ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. თქვენ შეგიძლიათ ბინადრობის ნებართვის მოპოვება:
როგორც გერმანის მოქალაქის მეუღლეს, გერმანიის მოქალაქის არასრულწლოვან შვილს ან გერმანიის მოქალაქე არასრულწლოვანის მშობელს;
როგორც ბინადრობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქის იმავე ოჯახის წევრებს, თუ დაკმაყოფილებულია სხვა სავიზო მოთხოვნებიც;
ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრებზე  ვრცელდება გადაადგილების თავისუფლება .
 
 
 
რჩევები ვიზასთან დაკავშირებით
ინფორმაცია სავიზო რეგულაციების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა 
სამინისტროს ვებ-გვერდზე და საზღვარგარეთ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.
ბინადრობა ოჯახური მიზეზების გამო - სამართლებრივი საფუძველი
ოჯახური მიზეზების გამო ბინადრობისს შესახებ ზუსტი რეგულაციები შეგიძლიათ იხილოთ ,,ბინადრობის შესახებ'' კანონის 27-დან 36-ე მუხლებში.
დამატებითი მნიშვნელოვანი რეგულაციები ნებართვის გაცემის ზოგადი პირობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამავე კანონის მე-5 მუხლში, ხოლო ნებისმიერი შესვლის აკრძალვის შესახებ, რომელიც შეიძლება არსებობდეს ,,ბინადრობის შესახებ'' კანონის მე-11 მუხლში.
ვერ იპოვეთ რასაც ეძებდით?
აქ იპოვით ინფორმაციას სკოლებზე, თუ გერმანიაში ბავშვებთან ერთად მიდიხართ.