აკადემიური განათლების აღიარება

 

ვის სჭირდება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება?

 

რეგლამენტირებული და არარეგლამენტირებული პროფესიები:

 
პროფესიების უმეტესობა არარეგლამენტირებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ პირს, რომელსაც აკადემიური განათლება აქვს, გერმანიაში შეუძლია, რომ პირდაპირ დასაქმდეს. 
 
რეგლამენტირებულ პროფესიების განხორციელება პირდაპირ დამოკიდებულია კონკრეტულ პროფესიულ კვალიფიკაციაზე, რომელიც სამართლებრივი ნორმებითაა გაწერილი. ამ პროფესიების განხორციელებას მხოლოდ ის პირები შეძლებენ, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია აქვს. 
რეგლამენტირებულ პროფესიებს განეკუთვნება მაგ. სამედიცინო და თერაპევტული პროფესიები, ინჟინერია, არქიტექტურა, პედაგოგობა, სოც. პედაგოგობა, ადვოკატობა. ამგვარი პროფესიების განხორციელებისთვის საჭიროა შესაბამისი საქმიანობის განხორციელების ნებართვა. ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა პროცედურებია გასავლელი, რომელი ორგანოა აღიარებაზე კომპეტენტური, რა დოკუმენტები არის აღიარებისთვის საჭირო, გაეცნობით ქვემოთ.

აკადემიური კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი:

 
ვისაც გერმანიაში სურს ბინადრობის ნებართვაზე ან/და ლურჯ ბარათზე განაცხადის გაკეთება, უნდა იყოს აკდემიური კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი. ამისთვის პირს ესაჭიროება ან გერმანული უმაღლესი განათლება ან/და უცხოეთში სახელმწიფო უმაღლესში ან/და ისეთ უმაღლესში მიღებული განათლება, რომელიც შეესაბამება გერმანიის უმაღლესში მიღებულ მსგავს განათლებას (მინიმუმ ბაკალავრის დონეზე).  დასადგენია პირი ნამდვილად არის თუ არა აკადემიური კვალიფიკაციის მქონე.
 
 
ამისთვის ის უცხოური უმაღლესი, სადაც პირმა მიიღო განათლება, უნდა იყოს ,,anabin’’-ის მონაცემთა ბაზაში   და ჰქონდეს სტატუსი H+. უცხოურ უმაღლესს და ფაკულტეტს უნდა ჰქონდეს H+ სტატუსი აქვს და ეწეროს, რომ იგი შეესაბამება და თანაბარია გერმანიის შესაბამისი განათლებისა.  თუ უცხოურ უმაღლესს უწერია, რომ შეესაბამება ,,პროფესიულ უმაღლესს’’(„entspricht Fachschule“), ეს ნიშნავს იმას, რომ პირს თავისი ქვეყნის სტანდარტებით აქვს უმაღლესი განათლება, თუმცა გერმანიაში ეს პროფესია ისწავლება პროფესიულ კოლეჯში და ამიტომ მხოლოდ ,,პირობით შესაბამისია’’ („bedingt vergleichbar“). 
 
პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება
 
 
თუ საქმე რეგლამენტირებულ პროფესიას ეხება, პირს დამატებით სჭირდება პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება. ამ დროს მოწმდება, პირის მიერ მიღებულ განათლებასა და გერმანულ განათლებას შორის არსებობს თუ არა არსებითი განსხვავება. 
 
დამატებითი ინფორმაცია იხ.:
www.anerkennung-in-deutschland.de
 
 

დიპლომის შეფასება:

 
ზოგიერთ პროფესიაში დამატებით საჭირო ხდება დიპლომის შეფასება ZAB-ის (Zentralstelle für ausländisches Bildungswesen) მიერ. ამით პირი დამსაქმებელს უსაბუთებს, თუ რა განათლება აქვს მიღებული. თუმცა, საემიგრაციო კანონის მიხედვით, ამის გარეშეც არის შესაძლებელი ვიზაზე/ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის გაკეთება და დამსაქმებელს დიპლომის შეფასების გარეშეც შეუძლია შრომითი ხელშეკრულება დაუდოს პირს.  თუმცა, პრაქტიკაში დამსაქმებლები საკმაოდ ხშირად ითხოვენ დიპლომის სეფასებას. 
 
 
თუ პირს შემდეგ საფეხურზე სურს სწავლის გაგრძელება (მაგ. მაგისტრატურა ან დოქტორანტურა), გერმანიის უმაღლესის შესაბამისი განყოფილება არის წინარე განათლების (ბაკალავრის) აღიარებაზე კომპეტენტური.
 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
გაითვალისწინეთ, რომ აქ მითითებული ინფორმაცია არ ცვლის ინდივიდუალურ კონსულტაციას. თუ შეიძლება, მიმართეთ პროექტის ადგილობრივ წარმომადგენლობას სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად. კონსულტაცია უფასოა!