მუშაობა აკადემიურ სფეროში

 

ვის ეხება ეს რეგულაცია?

 

,,ბინადრობის შესახებ’’ კანონი (მე-18 ნაწილი) განსაზღვრავს კვალიფიციური სპეციალისტების იმიგრაციის ძირითად პრინციპს: ეს ემსახურება „გერმანიის შრომის ბაზრის საჭიროებას კვალიფიციური სპეციალისტების მიმართ“ და ეფუძნება „გერმანიის, როგორც ეკონომიკური და სამეცნიერო ადგილის მოთხოვნებს“. 
  
თუ თქვენ გაქვთ გერმანული, აღიარებული უცხოური ან მსგავსი უნივერსიტეტის ხარისხი, შეგიძლიათ, როგორც აკადემიური განათლების მქონე სპეციალისტმა, გააკეთოთ განაცხადი  ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, დასაქმების მიზნით ან ევროკავშირის ლურჯი ბარათის მისაღებად. 
  
კანონის თანახმად, გერმანული ენის ცოდნა არ არის საჭირო, მაგრამ მაინც გამოსადეგია, თუ არა აუცილებელი, სამუშაოს შესრულებისას და თითქმის შეუცვლელია სოციალურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის. თუ თქვენ შეგიძლიათ დაამტკიცოთ B1 ცოდნა 4 წლის შემდეგ, შეგიძლიათ პირდაპირ გააკეთოთ განაცხადი მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე. ევროკავშირის ლურჯი ბარათის მფლობელებისთვის ეს პერიოდი 21 თვემდეც კი მცირდება, თუ პირი დაამტკიცებს გერმანული ენის B1 დონეზე ცოდნას. 


 

Რა არის წინაპირობები?

სახელფასო ზღვარი 2023 წლის მიხედვით.
 

სამუშაოს შეთავაზება 


ბინადრობის ნებართვის გასაცემად პირს უნდა ჰქონდეს კონკრეტული სამუშაო შეთავაზება კვალიფიციური საქმიანობისთვის. კვალიფიკაცია უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმების შესაძლებლობას. ევროკავშირის ლურჯი ბარათისთვის პირი უნდა იყოს დასაქმებული საკუთარი კვალიფიკაციის შესაბამისად. ასეთი სამუშაო შეთავაზება შეიძლება დადასტურდეს „სამუშაო ურთიერთობის დეკლარაციის“ (Erklärung zum Beschäftigungsverhältnis) ფორმის გამოყენებით. 


მინიმალური ხელფასი 
აკადემიური კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სამსახური გერმანიაში, შეუძლიათ გერმანიაში ჩამოსვლა, თუ ისინისაარსებო წყაროს საკუთარი ფინანსებით უზრუნველყოფენ. თუ ხელფასის ოდენობა მიაღწევს გარკვეულ ზღვარს, გაიცემა ლურჯი ბარათი (EU) ბინადრობის ნებართვა. თუ ხელფასის ხსენებული ზღვარი არ არის მიღწეული, მაშინ გაიცემა ბინადრობის ნებართვა ,,ბინადრობის შესახებ კანონის’’ 18ბ ნაწილის მიხედვით. უნდა განვასხვავოთ სპეციალისტები, რომლებიც...
  • წლიურ მთლიან ხელფასს მინიმუმ 58,400 ევროს იღებენ. ასეთი პირები ევროკავშირის ლურჯ ბარათს ფლობენ.
  • იღებენ წლიურ მთლიან ხელფასს მინიმუმ 45,552 ევროს ოდენობით და მუშაობენ ეგრეთ წოდებულ დეფიციტურ პროფესიებში (მეცნიერები, მათემატიკოსები, ინჟინრები, ექიმები ან IT სპეციალისტები). ამ პროფესიის წარმომადგენლებს, ასეთი სახელფასო ზღვრითაც შეუძლიათ მიიღონ ევროკავშირის ლურჯი ბარათი.
  • იღებენ ზემოხსენებულ სახელფასო ზღვარზე ნაკლებ წლიურ ხელფასს. ამ შემთხვევაში პირი იღებს ბინადრობის ნებართვას. 
     
    მინიმუმ 48,1800 ევროს ხელფასი ან შესაბამისი საპენსიო უზრუნველყოფა უნდა წარადგინოს სპეციალისტმა, თუ იგი 45 წელზე უფროსია. 
 
დასაქმების ფედერალური სააგენტოს თანხმობა 
აქაც მნიშვნელოვანია ხელფასის ლიმიტის მიხედვით განსხვავება.
  • აკადემიური მომზადების მქონე კვალიფიციურ მუშაკებს ეძლევათ ევროკავშირის ლურჯი ბარათი ფედერალური სააგენტოს თანხმობის გარეშე, თუ ისინი მიაღწევენ სახელფასო ზღვარს -  58,400 ევროს.
  • ამ სახელფასო ზღვრის ქვემოთ გამოცდილი სპეციალისტები საჭიროებენ დასაქმების ფედერალური სააგენტოს თანხმობას. Სააგენტო  ამოწმებს, არის თუ არა სამუშაო პირობები - მაგალითად, ხელფასი, სამუშაო საათები, შვებულების დროის რეგულაციები - გერმანელი დასაქმებულების სამუშაო პირობების მსგავსი. 
     
მხოლოდ აკადემიური განათლების მქონე პირებისთვის 
ბინადრობის ნებართვის ან ევროკავშირის ლურჯი ბარათის გაცემამდე უნდა შემოწმდეს არის თუ არა ეს პიროვნება აკადემიური განათლების მქონე პირი. ამისათვის მოწმდება წარადგინა თუ არა პირმა გერმანული უნივერსიტეტის დიპლომი, ხოლო უცხოური უნივერსიტეტის დიპლომის წარდგენის შემთხვევაში, აღიარებულია თუ არა იგი და შედარებულია თუ არა გერმანულ ხარისხთან. ამ შემთხვევაში საქმე არ ეხება პროფესიული კვალიფიკაციის აღიარებს, ანუ არის თუ არა მნიშვნელოვანი განსხვავებები შესაბამის გერმანულ კვალიფიკაციასთან. ერთადერთი საკითხია, არის თუ არა ეს რეალურად აკადემიური კვალიფიკაცია რეგულირებულ, აღიარებულ სასწავლო კურსზე, სულ მცირე, ბაკალავრის დონეზე. "ანაბინის" მონაცემთა ბაზა ამის დადგენის საშუალებას იძლევა. თუ ორივე უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის ხარისხი აღინიშნება „H+“, ხარისხი აღიარებულია. თუ ორიდან ერთ-ერთი მაინც არის მონიშნული „H+/-“, ინდივიდუალური სერტიფიკატის შეფასება შეიძლება მოითხოვოს უცხოური განათლების ცენტრალური ოფისიდან (ZAB). 
არის გამონაკლისი IT სპეციალისტებისთვის: აქ 3 წლიანი პროფესიული გამოცდილება ბოლო 7 წლის განმავლობაში საკმარისია, მაგრამ შემდეგ B1 გერმანული ენის ცოდნა და მინიმალური ხელფასი 52,560 ევრო არის საჭირო. 
 
 
პროფესიული საქმიანობის ლიცენზია   
შეზღუდული პროფესიების (მაგ. ექიმები, იურისტები ან ინჟინრები) განხორციელებისთვის საჭიროა ამ პროფესიის ლიცენზია. ეს ლიცენზია პირს ენიჭება კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში. აქ შემდეგ შემოწმდება, განსხვავდება თუ არა პირის მიერ უცხოეთში მიღებული განათლება, გერმანული განათლებისგან მნიშვნელოვნად. არსებითი განსხვავების დადგენის შემთხვევაში, ამ განსხვავების აღმოსაფხვრელად დამატებით ინიშნება შესაბამისობის ღონისძიებები (Anpassungsmaßnahmen) ან/და პროფესიული ცოდნის შესაფასებელი გამოცდა (Kenntnisprüfung). 
 
საარსებო წყაროს უზრუნველყოფა 
საარსებო წყაროს უზრუნველყოფა ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი ზოგადი მოთხოვნაა და ამიტომ ყოველთვის აუცილებელია, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. როგორც წესი, აკადემიური განათლების მქონე სპეციალისტის ხელფასი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. 

პასპორტი და დაზუსტებული ვინაობა 

ვიზის და შემდგომში ბინადრობის ნებართვის გასაცემად უნდა დაზუსტდეს პირის ვინაობა და პასპორტიც.  

გაძევების ინტერესის არარსებობა  

არ უნდა არსებობდეს გაძევების მიზეზი, როგორიცაა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა (მაგ. დანაშაულის შემთხვევაში). 

შესვლისა და ყოფნის აკრძალვა არარსებობა  

თუ პირმა უკვე მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში ან შენგენის სხვა სახელმწიფოში, მაგალითად, არ უნდა იყოს დეპორტირებული იქიდან, რადგან ამ შემთხვევაში მოქმედებს შესვლის აკრძალვა. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მას, ვინც ე.წ. "უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებიდან" არის და მიიღო უარი, რადგან მაშინ გარკვეული ბინადრობის ნებართვა იბლოკება, მაშინაც კი, თუ ადამიანი ჯერ არ არის დეპორტირებული. თუ არსებობს შესვლის აკრძალვა, უნდა იქნეს განხილული ინდივიდუალურად, თუ როგორ უნდა შემცირდეს შესვლის აკრძალვის ვადა. 

შესვლა საჭირო ვიზით   

სასწავლო მიზნებისთვის ბინადრობის ნებართვის გასაცემად აუცილებელია, რომ პირი ქვეყანაში შემოვიდეს შესაბამისი ვიზით. ეს ასევე მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ მოკლევადიანი ყოფნა შესაძლებელია ტურისტული ვიზით ან თუნდაც უვიზოდ. 

 
ბინადრობა აკადემიური კვალიფიკაციის მქონე პირებისთვის - ბმულები
ზუსტი მოთხოვნები და ვარიანტები რეგულირდება ,,ბინადრობის შესახებ'' კანონის მე-18 და 18ბ პუნქტებში.
ბინადრობის ნებართვის, ევროკავშირის ლურჯი ბარათისა და IT სპეციალისტებისთვის ბინადრობის ნებართვის მოთხოვნების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.make-it-in-germany.de.
სამუშაოს შეთავაზება
სამუშაო შეთავაზების დამადასტურებელი ფორმა შეგიძლიათ იხილოთ BMI ვებ-გვერდზე.
 
მინიმალური ხელფასი
ევროკომისიის ვაკანსიების კლასიფიკაციის ჩამონათვალში 21, 221 და 25 ჯგუფები კლასიფიცირებულია, როგორც ეგრეთ წოდებული ვიწრო პროფესიები - მათზე ვრცელდება ხელფასის ქვედა ზღვარი.
კვალიფიკაციის აღიარება
თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ არის თუ არა თქვენი კვალიფიკაცია აღიარებული „ანაბინის“ მონაცემთა ბაზაში. ინფორმაცია დიპლომის შეფასების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ უცხოური განათლების ცენტრალურ ოფისში(ZAB).
IT სპეციალისტებისთვის გამონაკლისი რეგულაცია შეგიძლიათ იხილოთ შრომითი განკარგულების მე-6 ნაწილში.
პროფესიული ლიცენზია
ანაბინზე“ ასევე შეგიძლიათ გაიგოთ არის თუ არა თქვენი პროფესია მოწესრიგებული სამართლებრივად. აქ ნახავთ ყველა რეგულირებადი პროფესიის ჩამონათვალს.
დამატებითი მნიშვნელოვანი რეგულაციები ნებართვის გაცემის ზოგადი პირობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ,,ბინადრობის შესახებ'' კანონის მე-5 ნაწილში და ნებისმიერი შესვლის აკრძალვის შესახებ, რომელიც შეიძლება არსებობდეს ამავე კანონის მე-11 ნაწილში.
 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
გაითვალისწინეთ, რომ აქ მითითებული ინფორმაცია არ ცვლის ინდივიდუალურ კონსულტაციას. თუ შეიძლება, მიმართეთ პროექტის ადგილობრივ წარმომადგენლობას სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად. კონსულტაცია უფასოა!
 
სასურველი ინფორმაცია ვერ იპოვეთ?
აქ იპოვით ინფორმაცას თემაზე დასაქმება და პროფესია, ასევე უცხოური უმაღლესი და პროფესიული განათლების აღიარება.