უმაღლესი განათლება

 

როგორ ფუნქციონირებს უმაღლესი განათლების სისტემა ?

 
Გერმანიაში 20 000 ზე მეტი მიმართულებაა და აქედან 1800 საერთაშორისოა, ძირითადად ინგლისურენოვანი (დაახლოებით 400 უმაღლესში). გერმანიაში დაახლოებით 2.9 მილიონი სტუდენტია, საიდანაც 320 000 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. Ისინი სწავლობენ უნივერსიტეტებში, სხვადასხვა ინსტიტუტებში (გამოყენებითი მეცნიერების მიმართულებით) ან ხელოვნების სფეროსთან დაკავშირებულ უმაღლესებში (ხელოვნება, ფილმოგრაფია ან/და მუსიკალური სასწავლებლები). Სტუდენტები სწავლის დასრულების შემდეგ იღებენ, ბაკალვრის ან/და მაგისტრის ხარისხს, აბარებენ სახელმწიფო გამოცდას ან აგრძელებენ სწავლას დოქტურანტურაზე. Მიმართულებები იყოფა ჯგუფებად: აგრარული და სატყეო, სოციალური მეცნიერებები, ინჟინერია, ხელოვნება, მუსიკა, დიზაინი, სწავლება, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, მედიცინა, ჯანდაცვა, ენები და კულტურა, ასევ ეკონომიკა და სამართალი. Სახელმწიფო უნივერსიტეტებში არ არის გადასახადი. Სტუდენტი იხდის მხოლოდ სწავლის სემესტრულ შენატანს (დაახლ. 50-150 ევრო თვეში) ადმინისტრაციული ხარჯებისა და სამგზავრო ბარათისთვის.  
Წელი იყოფა ორ სემესტრად. Ზამთრის სემესტრი იწყება 01 ოქტომბერს და გრძელდება მომდევნო წლის 31 მარტამდე, ხოლო ზაფხულის სემესტრი იწყება 01 აპრილს და მთავრდება 30 სექტემბრს. Პროფესიულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ერთი თვით ადრე იწყება. Ყოველი სემესტრის დასასრულს არის არდადაგები. Ამ დროს არ ტარდება ლექციები, მაგრამ ხანდხან ინიშნება გამოცდები. Სტუდენტებს რიგ შემთხვევაში ეძლევათ დასაწერად ნაშრომი, რომელიც არდადაგების პერიოდში უნდა ჩააბარონ. 
 
  • Სასკოლო განათლების დამადასტურებელი დიპლომი (აბიტური)
  • Ნებართვა უმაღლესში სწავლაზე
  • Გერმანული ენის ცოდნა. Საერთაშორისო მიმართულებებზე - ინგლისური ენის ცოდნა. 
    Დაფინანსების ცნობა.
  • Ვიზა.
  • Ჯანმრთელობის დაზღვევა (ჯანმრთელობის დაზღვევა კეთდება უმაღლესში ჩაწერამდე და ვიზის განაცხადის გაკეთებამდე). 
 

Ანაბინის ან/და დეადეს ბაზებში პირს შეუძლია ნახოს, აქვს თუ არა პირდაპირ გერმანულ უმაღლესში სწავლის უფლება. Იმ შემთხვევაში თუ არ აქვს, მას შეუძლია გაიაროს ე.წ. ,,შთუდიენკოლეჯი”, როგორც უმაღლესში სწავლისთვის მოსამზადებელი წელი.  
 

 
Როგორ უნდა გავაკეთოთ განაცადი სასწავლებლად? 
Სად უნდა გააკეთოთ განაცხადი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სკოლა დაამთავრეთ და რა მიმართულებით გსურთ უმაღლესში სწავლის გაგრძელება. Სამი სხვადასხვა გზა არსებობს:
  1. Hochschulstart  
  2. უცხოელი სტუდენტების განაცხადების მიღების ცენტრი (uni-assist)
  3. განაცხადის პირდაპირ უმაღლესში გაკეთება. 
     
    განაცხადის გასაკეთებლად დაგჭირდებათ შემდეგი საბუთები: 
    Სკოლის ატესტატი (დამოწმებული) 
    Ნიშნების ფურცელი (თარგმნილი და დამოწმებული) 
    Პასპორტის სურათი 
    Პასპორტის ასლი (ფოტოსურათიანი გვერდი) 
    Ენის სერტიფიკატი. 
      
    განაცხადის გაკეთება ფასიანია. Მაგ. Uni-assist -ის მეშვეობით განაცხადის გაკეთება 75 ევრო ღირს. თუ განაცხადს პირდაპირ უმაღლესში აკეთებთ, ტარიფს თვითონ უმაღლესი აწესებს. 
     
     
     
    განაცხადის გასაკეთებლად დადგენილი ვადებია. Ზამთრის სემესტრისთვის ბოლო ვადა 15 ივლისია, ხოლო ზაფხულის სემესტრისთვის - 15 იანვარი. 
     
    Ზოგიერთი უმაღლესი დამატებით ითხოვს უნარების ტესტსაც (testAS). Ეს გამოცდა შედეგბა ენის ტესტისგან, რომელიც მინიმუმ ბ1 დონეს ითხოვს, ასევე ზოგადი უნარებისგან, რომელიც სწავლისთვისაა შესაბამისი.  აქ შეგიძლიათ აირჩიოთ ჰუმანიტარული, კულტურული და სოციალური მეცნიერებები, ინჟინერია, მათემატიკა, კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო ან ეკონომიკა. ჩაბარებული ტესტი დასტურდება სერტიფიკატით. 
 

 ვიზის მისაღებად უნდა წარადგინოთ ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც თვეში - 934 ევროს, ხოლო წლიურად 12208 ევროს შეადგენს. Ამისთვის შეგიძლიათ წარადგინოთ ე.წ ,,Verpflichtungserklärung”, გაყინოთ თანხა ანგარიშზე ან/და მოიპოვოთ სტიპენდია (DAAD). 
 

 
Როგორც უმაღლესში სწავლას, ასევე სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთებას აქვს შესაბამისი ვადა.  
  • თქვენი სავიზო განაცხადის დამუშავება შეიძლება რამდენიმე თვესაც გაგრძელდეს, ამიტომ განაცხადი დროულად გააკეთეთ.
  • თქვენი დოკუმენტების ასლი უნდა იყოს დამოწმებული და რიგ შემთხვევაში გადათარგმნილი. ეს ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული. 
  • თქვენ ყველა შემთხვევაში დაგჭირდებათ ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც გერმანიაში უნდა გააკეთოთ. 
 
უმაღლესი განათლება - საჭირო ბმულები
ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას გერმანულ უმაღლესებთან დაკავშირებით იხილავთ აქ:

აქ იხილავთ პირდაპირ ბმულებს სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით:
ინფორმაცია სასწავლო მიმართულებესა და უმაღლესებზე იხ. აქ | აქ | აქ | აქ | აქ
უმაღლესი განათლების სისტემა
უნარების ტესტი
Studienkolleg (უნივერსიტეტისთვის მოსამზადებელი წელი)
ცნობა ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ
სტიპენდიები
ჯანმრთელობის დაზღვევა
ცხოვრება