სასკოლო განათლების აღიარება

 

ვის სჭირდება სასკოლო განათლების აღიარება?


საკანონმდებლო დონეზე პროფესიულ განათლებას (Berufsausbildung) წინაპირობად არ აქვს სასკოლო განათლება. აუსბილდუნგის საწარმომ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა პირი მასთან პროფესიულ განათლებას. 
თუმცა, იმ პროფესიულ სკოლაში განაცხადის გასაკეთებლად, სადაც თეორიული სწავლება მიმდინარეობს, სასკოლო განათლება შეიძლება იყოს განაცხადის გაკეთების წინაპირობა.
გერმანიის უნივერსიტეტში სწავლისთვის უნდა შეფასდეს მისი წინარე განათლება შეესაბამება თუ არა გერმანულ აბიტურს. გერმანიის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად არ ინიშნება ცალკე გამოცდა. თუ პირი ჩააბარებს აბიტურს, ავტომატურად ეძლევა უფლება, რომ სწავლა გააგრძელოს უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში სწავლის მსურველები პირდაპირ სასურველ უნივერსიტეტში აკეთებენ განაცხადს. ზოგიერთ მიმართულებას ადგილების შეზღუდული რაოდენობა აქვს (მოქმედებს ნუმერუს კლაუსუსის პრინციპი, NC), თუმცა აქაც არსებობს ცენტრალური განაწილების სისტემა.
 


 

რომელი უწყებაა აღიარებისთვის კომპეტენტური?


სასკოლო განათლების აღიარებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებენ 16 ფედერალური მიწის კომპეტენტური სამსახურები.  კომპეტენტური სამსახური იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე,  ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელს შეესაბამება  უცხოეთში მიღებული სასკოლო განათლება გერმანულ საბაზისო სასკოლო განათლებას (9 კლასის განათლება), 
·        საშუალო განათლებას (10 კლასის განათლება),
·        სრულ ზოგად განათლებას (ატესტატი)/აბიტურს.
·        აქედან გამომდინარე, კომპეტენტური ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას, აქვს თუ არა პირს უფლება მიიღოს პროფესიული განათლება. 
უმაღლესში ჩაბარების მიზნით, სასკოლო განათლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უშუალოდ უნივერსიტეტის საერთაშორისო მიმართულება.
იმ შემთხვევაში თუ უცხოეთში მიღებული სასკოლო განათლების საფუძველზე პირს არ ექნება უფლება, ჩააბაროს გერმანიის უნივერსიტეტში, მას ჩააბაროს გაიაროს წინასაუნივერსიტეტეო სასწავლო კოლეჯში (Studienkolleg). კოლეჯში სწავლა ერთ წელს გრძელდება და წლის ბოლოს გამოცდის ჩაბარებით სრულდება.
 

 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
გაითვალისწინეთ, რომ აქ მითითებული ინფორმაცია არ ცვლის ინდივიდუალურ კონსულტაციას. თუ შეიძლება, მიმართეთ პროექტის ადგილობრივ წარმომადგენლობას სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად. კონსულტაცია უფასოა!