გერმანიის საემიგრაციო კონსულტაციის ცენტრები

 

რასთან დაკავშირებით დამეხმარება საემიგრაციო კონსულტაცია?

 
გერმანიაში არაერთი საკონსულტაციო სამსახურია, რომელიც სპეციალურად მიგრაციის თემებზე მუშაობს. საემიგრაციო საკონსულტაციო სამსახური აქვთ შემდეგ ორგანიზაციებს:
  • დასაქმებულთა კეთლდღეობის ორგანიზაცია - Arbeiterwohlfahrt (AWO)
  • გერმანული კარიტასის ასოციაცია -   Deutscher Caritasverband
  • გერმანიის ევანგელური ეკლესიის დიაკონური სამსახური -Diakonisches Werk der Evangelischen Kirchen in Deutschland (Diakonie)
  • გერმანული პარიტეტული კეთილდღეობის ასოციაცია - Deutscher Paritätischer Wohlfahrtsverband
  • გერმანული წითელი ჯვარი - Deutsches Rotes Kreuz
  • ებრაელთა ცენტრალური კეთილდღეობის ოფისი გერმანიაში - Zentralwohlfahrtsstelle der Juden in Deutschland
  • დევნილთა გაერთიანება - Bund der Vertriebenen 

ამ ორგანიზაციებში მუშაობენ სოც.მუშაკები და პედაგოგები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს გერმანიის ყოველდღიურობასთან დაკავშირებულ ისეთ კითხვებზე სცემენ პასუხს როგორებიცაა, მაგ. ენის კურსები, ბინის ქირავნობა, სამსახური, ჯანდაცვა, სკოლა და მარტივი სამართლებრივი კითხვები. ეს საკონსულტაციო სამსახურები ასევე მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნების ადგილობრივ საემიგრაციო მრჩეველებთან ერთად.  
საემიგრაციო საკონსულტაციო სამსახური ფედერალური მიწის მთავრობის მიერ ფინანსდება, თუმცა, თავის საქმიანობაში მაინც დამოუკიდებელია. კონსულტაციები სანდო და უფასოა. 

 

Საემიგრაციო კონსულტაცია გეხმარებათ შემდეგ თემებთან დაკავშირებით:
Გერმანული ენის შესწავლა 

Მაგ. Სად შემიძლია გერმანული ენის სწავლა? Ენის კურსების საფასური მე უნდა გადავიხადო? Საემიგრაციო კონსულტაცია დაგეხმარებათ შესაბამისი ენის კურსების პოვნაში. Ხანდახან ენის კურსები უფასოა, მაგ. გერმანიაში Ინტეგრაციის კურსების საფასურის გადახდისგან შეიძლება გათავისუფლდეთ. 

სკოლა და პროფესია

Მაგ. Აღიარებულია თუ არა გერმანიაში სკოლაში ან/და პროფესიულ კოლეჯში მიღებული ჩემი განათლება? Როგორ ვიპოვო სამსახური? 

გერმანიის უწყებებთან კომუნიკაცია/სამართლებრივი კითხვები გერმანიაში ყოფნასთან დაკავშირებით 

Მაგ. გერმანიის რომელ უწყებას მივმართო? Სად უნდა შევიტანო განაცხადი? Საემიგრაციო საკონსულტაციო სამსახური დაგეხმარებათ განაცხადების დაყენებაში და უწყებებთან მიმოწერაში (მაგ. Განაცხადი, ბავშვების დახმარება, საბინაო დახმარება, განაცხადი ბინადრობაზე და ა.შ). 

ქორწინება, ოჯახი, აღზრდა 

Მაგ. Პირადი პრობლემების მოგვარებაში დახმარება.

Ჯანმრთელობა

Მაგ. Როგორ გავაკეთო ჯანმრთელობის დაზღვევა? 

Ცხოვრება 

Მაგ. Როგორ ვიპოვო ბინა? 

Besondere Angebote

Მაგ. ქალთა შეხვედრა, ქალთა საუზმე, ენის კურსები ქალებისთვის. Საემიგრაციო საკონსულტაციო სამსახური დაგეხმარებათ სხვა ქალების გაცნობაში, რომლებიც თქვენს მშობლიურ ენაზე საუბრობენ და უკვე დიდი ხანია გერმანიაში იმყოფებიან. Ამ ქალებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი დახმარება გაგიწიონ ინტეგრაციაში.   ასევე, ქალებს შეუძლიათ გაიცნონ ქალები, რომლებიც მათ მსგავს პირობებში ცხოვრობენ.


 

Სად ვიპოვო კომპეტენტური საემიგრაციო საკონსულტაციო სამსახური? 

 
Საემიგრაციო საკონსულტაციო სამსახურები იყოფა ორ მიმართულებად:  
  1. Საემიგრაციო საკონსულტაციო სამსახური (JMD) ახალგაზრდებისთვის
  2. Საემიგრაციო საკონსულტაციო სამსახური ზრდასრულებისთვის(MBE). 
    Საემიგრაციო საკონსულტაციო სამსახური ახალგაზრდებისთვის ეხმარება ადამიანებს 12 წლიდან 27 წლამდე(JMD). Იგი უწევს ამ ადამიანებს კონსულტაციებს სასკოლო, პროფესიულ ან/და სოციალურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. Ეს სამსახური ეხმარება მშობლებსაც, რომლებსაც შვილების განათლებასთან დაკავშირებული კითხვები აქვთ. 
    Საემირაციო საკონსულტაციო სამსახური ზრდასრულებისთვის (MBE) ეხმარება ადამიანებს 28 წლიდან, განსაკუთრებით მათი გერმანიაში ყოფნის პირველი სამი წლის განმავლობაში.  
    Ჯამში გერმანიაში დაახლოებით 1400 საემიგრაციო საკონსულტაციო სამსახურია ზრდასრულთათვის და დაახლოებით 500 ახალგაზრდებისთვის. Ეს სამსახურები განლაგებულია თითქმის ყველა ქალაქსა თუ რეგიონში.  
     
    Აქ იპოვით საემიგრაციო საკონსულტაციო სამსახურს მოზრდილებისთვის თქვენი ამჟამინდელი (მომავალი) საცხოვრებლის მიხედვით: 
 
Საემიგრაციო საკონსულტაციო სამსახურებს ახალგაზრდებისთვის   იპოვით აქ