ჩვენ შესახებ

 

ვის ეხმარება პროექტი? 


  • გსურთ გერმანიაში საერთაშორისო დონეზე აღიარებულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად წასვლა?
  • გსურთ, რომ პროფესიული განათლება გერმანიაში მიიღოთ?
  • თქვენი დანიშნული, ქმარი/ცოლი ცხოვრობს გერმანიაში და მასთან ერთად გსურთ ცხოვრება?
  • გსურთ თქვენ გერმანელ მეუღლესთან ან თქვენს გერმანელ ბავშვთან გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლა?
  • თქვენ უკვე გერმანიაში ცხოვრობთ და გსურთ, რომ თქვენი არასრულწლოვანი შვილიც თქვენთან ცხოვრობდეს? 

 

 თქვენ ჩვენთან სწორად მოხვდით!

პროექტი ,,წარმატებული გზა გერმანიაში’’ - დაგეხმარებათ თქვენი შესაძლებლობების გაფართოებაში. ამ მიზნით პარტნიორ ქვეყნებში  - საქართველოში, სომხეთში, ალბანეთში, ეთიოპიაში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, კოსოვოში თურქეთსა და უკრაინაში ფუნქციონირებს საკონსულტაციო სამსახურები. ეს სამსახურები აწყობენ საინფორმაციო შეხვედრებს,  უწევენ დაინტერესებულ პირებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ კონსულტაციებს. რუსეთი მოქალაქეები კონსულტაციებს იღებენ გერმანიიდან, ხოლო ნიგერიასა და სერბეთში ახლა იხსნება საკონსულტაციო სამსახური.  
კონსულტაციები უფასოა. 

 


 

როგორ გეხმარებათ პროექტი? 

 
პროექტის ფარგლებში ძირითადი საქმიანობაა კონსულტაცია. ჩვენ თქვენ გაძლევთ ყველა საჭირო ინფორმაციას. ჩვენ გეხმარებით სავიზო პროცედურებში. ჩვენ გაწვდით ინფორმაციას იმაზე, თუ რას უნდა ელოდოთ მოგვიანებით გერმანიაში. ჩვენ გეხმარებით, რომ გერმანიაში ცხოვრებისთვის იყოთ მაქსიმალურად მომზადებული. 
თუ თქვენ უკვე გერმანიაში იქნებით, დახმარებას მიიღებთ ადგილობრივი საკონსულტაციო სამსახურებში (კარიტასი, დიაკონია, AWO, DRK, Paritätischer Wohlfahrtsverband). ჩვენი მიზანია, რომ თქვენ ყოველთვის მიიღოთ კვალიფიციური კონსულტაცია და დახმარება.
ჩვენი პროექტის ფარგლებში გაცემული კონსულტაცია ეხება შემდეგ თემებს: ვიზა და ბინადრობის უფლება, გერმანული ენის შესწავლა, თქვენი პროფესიული განათლების/პროფესიული გამოცდილების აღიარება. გარდა ამისა, შეგიძლიათ, მიიღოთ სანდო ინფორმაცია გერმანიაში საცხოვრებელი პირობებისა და ხარჯების შესახებ, საკონსულტაციო სამსახურების და ამასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ. 
 
 

 
ადამიანებს, რომლებიც კონსულტაციის გავლის შემდეგ წავლენ გერმანიაში, ექნებათ სწორი მოლოდინები, ექნებათ ინფორმაცია თავიანთი უფლებების, ვალდებულებებისა და შესაძლებლობების თაობაზე. მათ ასევე ეცოდინებათ, თუ რა შეზღუდვები არსებობს გერმანიაში და რას ვერ გააკეთებენ იქ. თქვენ წარმატებით გადახვალთ გერმანიაში. 
 
ჩვენს გვერდზე აქ იპოვით ინფორმაციას:
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
გაითვალისწინეთ, რომ აქ მითითებული ინფორმაცია არ ცვლის ინდივიდუალურ კონსულტაციას. თუ შეიძლება, მიმართეთ პროექტის ადგილობრივ წარმომადგენლობას სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად. კონსულტაცია უფასოა!