დასაქმება და პროფესია

 

Რა უფლებები აქვთ დასაქმებულებს? 


თუ თქვენს ბინადრობის ნებართვაში გიწერიათ, რომ დასაქმების უფლება გაქვთ (,Erwerbstätigkeit erlaubt”), თქვენ შეგეძლებათ გერმანიაში სამსახურის დაწყება.  
Მაგრამ რა უფლებები გაქვთ, როგორც დამსაქმებელს, როდესაც თქვენ ავად გახდებით ან სამსახურიდან გაგათავისუფლებენ? Აქ ნახავთ ზოგად ინფორმაციას და ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხს. 
 
2015 წლიდან გერმანიაში არსებობს კანონით დადგენილი მინიმალური ანაზღაურება. 2023 წლისთვის ეს ანაზღაურება საათში 12 ევროა (2024 წლიდან 12.41 ევრო). Მაქსიმალური სამუშაო დრო კვირაში შეადგენს 48 საათს, რაც ნიშნავს მაქსიმუმ 8 საათიან სამუშაო დღეს, კვირაში ხუთი დღე. Დასვენების საათები კანონით არის გაწერილი. Მაგ. 6 საათიანი მუშაობის დროს თქვენ გაქვთ 30 წუთიანი შესვენების მოთხოვნის უფლება, ხოლოდ 9 საათიანი მუშაობის შემდეგ - 45 წუთი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ზეპირ შეთანხმებას აქვს იურიდიული ძალა, თქვენთვის უმჯობესი იქნება, გააფორმოთ წერილობითი ხელშეკრულება, რაც თქვენი კანონით მინიჭებული უფლებაა. თუ დამსაქმებელი გთავაზობთ მოკლევადიან სამსახურს, ის ვალდებულია, გაგიფორმოთ წერილობითი შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ თქვენ უნდა გადმოგეცეთ ხელშეკრულების ერთი ასლი. 

 
ხელშეკრულებაში გაწერილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
  • თქვენი სახელი და გვარი და მისამართი
  • საქმიანობის დაწყების თარიღი. Ვადიანი ხელშეკრულების შემთხვევაში, ასევე ხელშეკრულების დასრულების თარიღი.
  • გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა
  • საქმიანობის ადგილი
  • სამუშაო დრო
  • საქმიანობის ტიპი და თქვენი საქმიანობის აღწერა
  • თქვენი ხელფასი (დაუქვითავი ანუ Brutto)
  • ინფორმაცია მოცემული ტარიფების შესახებ 
 

კოლექტიური ხელშეკრულებები იდება კავშირებსა და დამსაქმებელთა გაერთიანებებს ან ცალკეულ დამსაქმებლებს შორის. ისინი უპირველეს ყოვლისა არეგულირებენ სახელფასო განაკვეთს და სამუშაო საათებს (მათ შორის, ზეგანაკვეთურ სამუშაოს, უქმე დღეებში მუშაობას და სხვა ფინანსურ მოთხოვნებთან დაკავშირებულ საკითხებს), გამოსაცდელ პერიოდს და გაფრთხილების პერიოდს. 

 

თქვენი დამსაქმებელი ვალდებულია გაწეული სამუშაოსთვის გადაგიხადოთ ხელფასი.  თვის ბოლოს თქვენი დამსაქმებელი ხელმოსაწერად წარგიდგენთ ანგარიშსწორებას, რომელშიც მითითებული იქნება, რამდენი იმუშავეთ, რა თანხა გამოიმუშავეთდ, რა თანხა დაგექვითებათ და გადაირიცხება სოციალური დაზღვევის ფონდში. ამ ყველაფერს დამსაქმებელი თვითონ ურიცხავს საგადასახადო სამსახურს და სადაზღვეო კომპანიას. თქვენ მიიღებთ, ასევე, ცალკე მოწმობას იმის შესახებ, თუ რა მონაცემები გადაეცემა სოციალური დაზღვევის ფონდს (ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიას). თქვენმა სადაზღვეო კომპანიამ უნდა იცოდეს, სად ხართ დასაქმებული, იმისათვის, რომ აკონტროლოს თქვენი შენატანი სოციალური დაზღვევის ფონდში. 

 
დამსაქმებელთან ათანხმებთ ბრუტო ხელფასს, საიდანაც იქვითება შემდეგი სოციალური დაზღვევა და გადასახადები. 
გადასახადები:
  1. საშემოსავლო
  2. სოლიდარობის სამეურვეო (დამატებითი გადასახადი)
  3. საეკლესიო გადასახადი(თუ პირი ქრისტიანული ეკლესიის წევრია) 
სოციალური შენატანები:
  1. შენატანები კანონით გათვალისწინებულ საპენსიო დაზღვევაში
  2. შენატანები ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევაში
  3. შენატანები საექთნო მოვლის დაზღვევაში
  4. შენატანები უმუშევრობის სახელმწიფო დაზღვევაში 
    ასე რომ, გადასახადები ასე გამოითვლება: ხელზე ასაღები ხელფასი (Nettogehalt)+ გადასახადები + სოციალური შენატანები = მთლიან ხელფასს (Bruttogehalt). 
    გადასახადების და სოციალური შენატანების ოდენობა დამოკიდებულია ხელფასის ოდენობასა და იმაზე თუ გადასახადების გადამხდელთა რომელ ჯგუფს განეკუთვნებით. Ის ვინც ბევრს გამიმუშავებს იხდის მეტ გადასახადს იმათთან შედარებით, ვინც ცოტას გამოიმუშავებს. Გადასახადის გადამხდელთა ჯგუფი განისაზღვრება იმის მიხედვით, დასაქორწინებელი ხართ, დაქორწინებული, განქორწინებული თუ ქვრივი, ასევე იმაზე, გყავთ თუ არა შვილები. 
 

დამსაქმებელი ვალდებულია, აანაზღაუროს თვენ მიერ გაწეული შრომა იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ არ გაგიფორმებიათ წერილობითი ხელშეკრულება. თუ ის აყოვნებს გადახდას, გაუგზავნეთ მას წერილობითი ინფორმაცია, რომელშიც აღწერილია თქვენ მიერ გაწეულუ სამუშაო, მითითებულია საათების რაოდენობა, გამომუშავებული თანხის ოდენობა, ასევე თქვენი ბანკის ანგარიში და ვადა (მაგალითად 2 კვირა), რომლის ფარგლებშიც მან უნდა გადაგიხადოთ კუთვნილი ხელფასი. მნიშვნელოვანია, ასევე, ხელი მოაწეროთ ამ წერილს, რომელიც აუცილებლად უნდა დააზღვიოთ და დამსაქმებელს ფოსტით გაუგზავნოთ. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელს არ ექნება მასზე რეაქცია თქვენ მიერ მითითებულ ვადაში, შეგიძლიათ მას სასამართლოში უჩივლოთ. 

 

დიახ, კვირაში 5 დღიანი სამუშაო რეჟიმის დროს თქვენ გაქვთ წელიწადში მინიმუმ 20 დღიანი ანაზღაურებული შვებულების უფლება(6 დღიან სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში - 24 სამუშაო დღე). იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის მიხედვით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში მითითებულია უფრო ხანგრძლივი შვებულება, შეგიძლიათ გამოიყენოთ დღეების იქ მითითებული რაოდენობა. დამსაქმებელს შეუძლია დაგიმატოთ, მაგრამ არა ჩამოგაჭრათ შვებულების დღეები. ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შემთხვევაში შვებულების დღეების რაოდენობა შესაბამისად დაკორექტირდება. 

 

დიახ, თუკი თქვენ 4 კვირაზე მეტი ხნის დასაქმებული ხართ, ავადმყოფობისა და შრომიის უუნარობის შემთხვევაში, დამსაქმებელი ჩვეულებრივ გიხდით 6 კვირის შესაბამის ოდენობის ხელფასს. ხოლო თუ უფრო მეტი ხნით მოგიწიათ ავად ყოფნა, თქვენი ხელფასის ანაზღაურებას უზრუნველყოფს სადაზღვეო კომპანია. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და ექიმის მიერ გაცემული ავადმყოფობის ცნობის წარდგენა დამსაქმებლისთვის. 

 

შეწყვეტა არის სახელშეკრულებო ურთიერთობის ცალმხრივი დასრულება. არსებობს არასტანდარტული - ხშირად შესაბამისი ვადის დაცვის გარეშე შეწყვეტაც (განსაკუთრებით მძიმე და განზრახ კანონის დარღვევის შემთხვევაში). ამ ფორმით ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ხელშეკრულების პირობების განზრახ, მძიმე დარღვევის შემთხვევაში. ხელშეკრულების სტანდარტული  შეწყვეტის შემთხვევაში დაცულია შესაბამისი ვადები, თუმცა, შეწყვეტის დოკუმენტში უნდა იყოს მითითებული შეწყვეტის საფუძველი. დასაქმებულებს აქვთ ვადა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კანონის თანახმად, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი გათავისუფლების უფლება დამსაქმებელს მხოლოდ 3 შემთხვევაში აქვს: პირადი მიზეზებით (მაგ. Ხანგრძლივი შრომისუუნარობა, დასაქმების ნებართვის არქონა), ქმედებასთან დაკავშირეიბთ (მაგ. ქურდობა, რეგულარული დაგვიანება), ასევე საწარმოს საფუძვლებით (მაგ. სამუშაო ადგილის გაუქმება). განსაკუთრებული დაცვით სარგებლობენ პირთა ცალკეული ჯგუფები
(მაგ. ორსულები, პირები, რომლებიც პროფესიულ განათლება იღებენ). 
თუ თქვენ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა გსურთ, 3 კვირით ადრე უნდა გააკეთოთ შესაბამისი განაცხადი.

 

გამოსაცდელი სამუშაო ემსახურება იმას, რომ თქვენ და დამსაქმებელმა ერთმანეთი კარგად გაიცნოთ. Როგორც წესი, ის გრძელდება 1 დღე, ცალკეულ შემთხვევებში - 5 დღეც. თუ თქვენ უკვე ახორციელებთ თქვენს საქმიანობას, საწარმომ უნდა აგინაზღაუროთ გამოსაცდელი სამუშაოს მიმდინარეობისას გაწეული სამსახური. თუ თქვენ უბრალოდ უკეთ გაიცნობთ თქვენს სამუშაო ადგილს გამოსაცდელი სამუშაოს დროს და არ შეასრულებთ სამუშაოს, გამოსაცდელი პერიოდი არ ანაზღაურდება. 
გამოსაცდელი სამუშაო შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე მიმდინარეობს. 

 

გამოსაცდელი ვადა თანხმდება შრომით ხელშეკრულებაში. გი შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე. ამ დროის განმავლობაში შეუძლია დასაქმებულსაც და დამსაქმებელსაც დაიცვან ხელშეკრულების შეწყვეტის 2 კვირიანი ვადა, განსაკუთრებული მიზეზების მითითების გარეშე. ამ შემთხვევებზეც ვრცელდება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კანონი და შეწყვეტა დასაშვებია: პირადი მიზეზებით, პირის ქმედებასთან დაკავშირებით, ასევე საწარმო მიზეზებით. 

 

მშობლის შვებულების მიმდინარეობისას ახალბედა მამები და დედები დროებით შეზღუდულად მუშაობენ, რომ შვილების მოვლა შეძლონ, თუმცა, ამავდროულად ინარჩუნებენ სამუშაო ადგილს. თითოეულ მშობელს აქვს მოთხოვნის უფლება 3 წლამდე მშობლის შვებულებაზე. მას შედმეგ რაც ბავშვს შეუსრულდება სამი წელი (სანამ ბავშვი 8 წლის გახდება) მშობლის შვებულება შეიძლება გაგრძელდეს 24 თვით. ამგვარი შვებულება უნდა გაფორმდეს, თუმცა, დამსაქმებლის თანხმობა არ არის საჭირო. 
გარდა დასვენების დროისა (Elternzeit), მშობლებს აქვთ მოთხოვნის უფლება ფინანსურ ანაზღაურებაზე - მშობლის დახმარება (Elterngeld). მშობლის დახმარებით სარგებლობა პირს შეუძლია პირველი 12 თვის განმავლობაში. თუ მშობელი მარტოხელაა, ან თუ ორივე მშობელმა აიღო მშობლის შვებულება, ეს დახმარება გაიცემა 14 თვემდე. დამატებითი მშობლის შემწეობის (ElterngeldPlus) შემთხვევაში მშობლიოს შემწეობა უფრო ხანგრძლივი ვადით გაიცემა.

 

მაგალითად, თუ კომპანია კარგავს შეკვეთების უმეტეს ნაწილს კრიზისის დროს, მას შეუძლია გაგზავნოს თავისი თანამშრომლები ხანმოკლე სამუშაოზე. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო საათები მცირდება სამუშაოს დაკარგვის კომპენსაციის მიზნით. შემდეგ დამსაქმებელი იხდის ხანმოკლე სამუშაო შემწეობას, რომელიც, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული, მცირდება იგივე პროცენტით, რაც სამუშაო საათებში. 
ხანმოკლე დასაქმებიდან მიღებული თანხა არ აყენებს ზიანს საარსებო წყაროს, რომელიც განსაზღვრული ბინადრობის ნებართვის შესახებ კანონით. 

 

ფიქტიური თვითდასაქმების შემთხვევაში თქვენ რეგისტრირდებით როგორც ინდივიდუალური მეწარმე და ხართ ერთი შეხედვით დამოუკიდებელი, თუმცა, სინამდვილეში, ასეთ დროს დასაქმებულის საქმეს აკეთებთ. როგორც წესი, დამსაქმებლები მსგავსი ფორმით დასაქმებას გთავაზობენ მხოლოდ იმ მოტივით, რომ დაზოგონ ოფიციალური გადასახადი, რომელიც მათ თქვენთვის, როგორც დასაქმებულსთვის, სოციალური დაზღვევის ფონდში უნდა გადარიცხონ. სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მსგავსი ფაქტების გამოაშკარავების შემთხვევაში, დასაქმებულს დაეკისრება მაღალი გადასახადები.  თქვენ შეგიძლიათ თავი დაიცვათ ფიქტიური თვითდასაქმებისგან იმით, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოაწეროთ ხელი დოკუმენტებსა თუ ხელშეკრულებებს, რომელთა შინაარსიც არ გესმით. რჩევებისა და დახმარებისთვის მიმართეთ პროფკავშირებს. 
 

 

ეს არის შრომითი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც თქვენი ანაზღაურება 520 ევროს არ აღემატება. ფრთხილად: ასეთი შრომითი ურთიერთობის შემთხვევაში თქვენ არ გაქვს სოციალური დაზღვევა. ეს ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს კანონის შესაბამისი, უმუშევრობის, ჯანმრთელობისა და საექთნო მოვლის დახმარება. Საპენსიო შენატანი უნდა იყოს გადახდილი, თუმცა, ამ გადასახადისგან გათავისუფლებაც შეიძლება. Minijob-ის შემთხვევაშიც კი გაქვთ შვებულების, ავადმყოფობის შემთხვევაში სახელფასო ანაზღაურების და სამსახურიდან გათავისუფლებისგან დაცვის უფლება. გარდა ამისა, მოქმედებს კანონით დადგენილი მინიმალური სახელფასო ზღვარი -  საათში 12,00 ევრო. თქვენ თვეში მაქსიმუმ 43 საათი მუშაობის უფლება გაქვთ. 
 

 

პრაქტიკა არ არის სტანდარტული შრომითი ურთიერთობა. თუმცა, ამ შემთხვევაში არსებობს გარკვეული გარანტიები. ანაზღაურების კუთხით არის სხვადასხვა ტიპის პრაქტიკა:

1. სავალდებულო პრაქტიკა - მაგ. უმაღლესში სწავლისას პრაქტიკა არ არის ანაზღაურებადი.

2. ნებაყოფლობითი პრაქტიკის შემთხვევაში, რომელიც სამ თვეზე მეტხანს გრძელდება, გადაიხდება კანონით დადგენილი მინიმალური ანაზღაურება. 

 
პროფკავშირები იბრძვიან კოლექტიური ხელშეკრულებებისთვის, უფრო მაღალი სახელფასო განაკვეთისთვის და უკეთესი სამუშაო პირობებისთვის. გერმანიის პროფკავშირების ფედერაცია შედგება 8 წევრისგან და დაახლოებით 5,6 მილიონი ორგანიზებული დასაქმებულისგან. გერმანიის პროფკავშირები მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პროფკავშირის ფედერაცია. 
პროფკავშირის წევრები არიან:
  • გაერთიანებული მომსახურების მიწოდების კავშირი (ver.di)  
  • მეტალის ინდუსტრიული კავშირი (IG Metall)
  • პოლიციის გაერთიანება (GdP)
  • რკინიგზისა და ტრანსპორტის კავშირი (EVG)
  • განათლებისა და მეცნიერების კავშირი (GEW)
  • საკვების, სასმელისა და რესტორნების კავშირი (NGG)
  • სამშენებლო, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის ინდუსტრიული კავშირი (IG BAU)
  • სამთო, ქიმიკატების და ენერგიის ინდუსტრიული კავშირი (IG BCE) 
     ასევე არსებობს სხვა, უფრო მცირე გაერთიანებები, როგორიცაა გერმანიის საჯარო სამსახურის ასოციაცია, Marburger Bund, Cockpit Association ან ქრისტიანული პროფკავშირების ფედერაცია. 
    როგორც პროფკავშირის წევრმა, თქვენ უნდა გადაიხადოთ საწევრო გადასახადი, მაგრამ სანაცვლოდ იღებთ იურიდიული დაცვის დაზღვევას და დამსაქმებელთან უთანხმოების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიიღოთ უფასო რჩევა ადვოკატისგან და, საჭიროების შემთხვევაში, იყოთ წარმოდგენილი სასამართლო პროცესებში.
     
 
დასაქმება და პროფესია - ბმულები
შრომის სამართალი სამართლის ძალიან დიდი სფეროა. აქედან გამომდინარე აქ იხილავთ მხოლოდ მნიშვნელოვან ნაწილებს:
კანონები
სამოქალაქო კოდექსი
კანონი საყოველთაო თანასწორობის შესახებ
კანონი მინიმალური ანაზღაურების შესახებ
კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების შესახებ
კანონი შეთავსებით სამსახურისა და დროებით დასაქმების შესახებ
პროფესიული განათლების შესახებ
ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ
თემები
შრომითი ხელშეკრულება | ინფორმაცია შრომის ბაზრის შესახებ | სამუშაო დრო| ცნობა სამუშაო ადგილიდან| ვადა| ხელფასის დაანგარიშება | მშობლის შვებულება | პროფესიული კავშირი | ავადმყოფობა | სამსახურიდან განთავისუფლება | მოკლევადიანი სამუშაო | ანაზღაურება და ხელფასი | მინიმალური შემოსავალი | Minijob | დეკრეტი | პრაქტიკა | გამოსაცდელი სამუშაო | გამოსაცდელი ვადა | ფიქტიური თვითდასაქმება | სოციალური შენატანები | გაფიცვის უფლება | კოლექტიური ხელშეკრულება | შვებულება |
პროფესიული კავშირები (არჩევა)
გერმანიის პროფკავშირების ფედერაცია - Deutscher Gewerkschaftsbund (DGB)
მომსახურების მიმწოდებელთა კავშირი - Vereinte Dienstleistungsgewerkschaft (ver.di)
მეტალის ინდუსტრიული კავშირი - Industriegesellschaft Metall (IG Metall)
პოლიციის გაერთიანება - Gewerkschaft der Polizei (GdP)
რკინიგზისა და ტრანსპორტის კავშირი - Eisenbahn- und Verkehrsgewerkschaft (EVG)
განათლებისა და მეცნიერების კავშირი - Gewerkschaft Erziehung und Wissenschaft (GEW)
საკვების, სასმელისა და რესტორნების კავშირი - Gewerkschaft Nahrung-Genuss-Gaststätten (NGG)
სამშენებლო-აგრარული-გარემოს ინდუსტრიული გაერთიანება -Industriegewerkschaft Bauen-Agrar-Umwelt (IG BAU)
სამთო, ქიმიკატების და ენერგიის ინდუსტრიული კავშირი  - Industriegewerkschaft Bergbau, Chemie, Energie (IG BCE)
გერმანიის საჯარო სამსახურის გაერთიანება  - Deutscher Beamtenbund (DBB)
მარბურგის გაერთიანება - Marburger Bund
კოკპიტის ასოციაცია - Vereinigung Cockpit
ქრისტიანული პროფკავშირების გაერთიანება - Christlicher Gewerkschaftsbund (CGB)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
გაითვალისწინეთ, რომ აქ მითითებული ინფორმაცია არ ცვლის ინდივიდუალურ კონსულტაციას. თუ შეიძლება, მიმართეთ პროექტის ადგილობრივ წარმომადგენლობას სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად. კონსულტაცია უფასოა!
 
ვერ იპოვეთ ის ინფორმაცია, რასაც ეძებდით?
გერმანიაში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლები პროფესიული განათლების მქონე პირებისა და აკადემიური განათლების მქონე პირებისთვის იხ. აქ.