
გერმანული სოციალური უზრუნველყოფა - Deutsche Sozialversicherung
დასაქმების ფედერალური სააგენტო - Bundesagentur für Arbeit
გერმანული საპენსიო დაზღვევა - Deutsche Rentenversicherung
ჯანმრთელობის დაზღვევა - Krankenkassen.de
დასაქმებული პირები როგორც წესი ექვემდებარებიან სავალდებულო დაზღვევას, რითაც მიიღებენ უზრუნველყოფას და მხარდაჭერას ავადობის, უბედური შემთხვევისა და შრომისუუნარობის, მოვლის საჭიროების, უმუშევრობისა და ასაკის მიღწევის შემთხვევაში.
სამედიცინო დაზღვევა გვთავაზობს ფინანსურ უზრუნველყოფას დაავადებისა და დედობის/მშობლობის შემთხვევაში. გარკვეული შემოსავლიდან (ამჟამად 520 ევროზე მეტი ყოველთვიურად) ხდება დასაქმებული პირის სავალდებულო დაზღვევა სამართლებრივ სამედიცინო სადაზღვეო სამსახურში. თუ, თქვენი შემოსავალი ე.წ. „შრომის ანაზღაურების წლიურ ზღვარს“ აღემატება, თქვენ შეგიძლიათ აღნიშნულ სამედიცინო სალაროში „ნებაყოფლობით დაეზღვიოთ“. სამართლებრივი სამედიცინო დაზღვევა ასევე მოიცავს დაზღვეული პირის მეუღლეთა და ბავშვების თანადაზღვევას, თუ მათ არ გააჩნიათ საკუთარი შემოსავალი, ან მათი შემოსავალი მცირეა (საოჯახო დაზღვევა). დაზღვეულ პირებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ სხვადასხვა სამედიცინო სალაროს შორის. საავადმყოფოს სალაროები ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისაგან, შენატანების და მომსახურების მიხედვით. ძირითადი მომსაუხურება დადგენილია სამართლებრივად. სახელმწიფო მოსამსახურეთა და მაღალი შემოსავლის მქონე პირთათვის, ასევე თვითდასაქმებულთათვის არსებობს სამედიცინო დაზღვევის შესაძლებლობა კერძო სადაზღვეო სამსახურში. ძალიან მნიშვნელოვანია ფლობდეთ სამედიცინო დაზღვევის საკმარის მხარდაჭერას.
ამცირებს სამუშაო უბედური შემთხვევების ან პროფესიული დაავადებების ფინანსურ შედეგებს და გვთავაზობს საპენსიო (უბედური შემთხვევების აღმოფხვრა) და სარეაბილიტაციო მომსახურებას.
მოვლის დაზღვევა უზრუნველყოფს სოციალურ დახმარებას მოვლის საჭიროების შემთხვევაში. გადახდილი შენატანებით დაზღვეულ პირს გააჩნია ფინანსური დახმარების სამართლებრივი მოთხოვნის უფლება ამბულატორიული და სტაციონარული უზრუნველყოფისათვის.
სახელმწიფო პენსია, რომელიც სოლიდარობის პრინციპს ეფუძნება, ემატება ნებაყოფლობით დამატებით ასაკობრივ უზრუნველყოფას, რათა ასაკში უზრუნველყოფილ იქნას ცხოვრების სტანდარტი. სახელმწიფო სუბსიდიების შესახებ დამატებით კერძო ან სამეწარმეო საპენსიო სადაზღვეო სამსახურებში ინფორმაციას გვაწვდის მაგალითად მომხმარებელთა საკონსულტაციო განყოფილება.
უმუშევართა დაზღვევა გვთავაზობს უმუშევართა მატერიალურ დახმარებას და შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას ეწევა. უმუშევართა ფინანსური დახმარების მოთხოვნა შეუძლია უმუშევარ პირს, რომელიც პირადად დარეგისტრირდა, როგორც უმუშევარი და გარკვეული დროით იხდიდა თანხას უმუშევართა სადაზღვეო ფონდში. შრომის ფედერალური სააგენტო სხვადასხვა წამახალისებელი და საშუამავლო მომსახურებით მიმართავს დამსაქმებლებსა და დასაქმებულ პირებს და ცდილობს, შეძლებისდაგვარად სამსახურის ბევრი მაძიებელი დაასაქმოს შრომის ბაზარზე.
